საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

მუხლი 30. სასაზღვრო რეჟიმი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სასაზღვრო რეჟიმი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – ნებისმიერი პირისა და ყველა სახის ტრანსპორტის შემოსვლა-გადაადგილება, აგრეთვე სხვა საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია პირის, ტრანსპორტის, ტვირთისა და სხვა ქონების გადაადგილებასთან, საზღვრისპირა სარკინიგზო და საავტომობილო სადგურის, საზღვაო პორტის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ფარგლებში განისაზღვრება ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“.

2.სასაზღვრო რეჟიმს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ შესაბამისად ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით. იმ ადგილებსა და შენობებში, სადაც ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი, დგინდება დამატებითი სარეჟიმო წესები, რომლებიც არეგულირებს საზღვარგარეთიდან შემომსვლელ პირთა და ტრანსპორტის კონტროლს, აგრეთვე მომსახურე პერსონალის დაშვების პრინციპებს.

3.საერთაშორისო მიმოსვლისათვის განკუთვნილ გზებზე წესდება და ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შენდება და იხსნება სასაზღვრო გამტარი პუნქტები. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.141 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №616 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.222 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 05.11.2010 წ., მუხ.414 თავი IV. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სასაზღვრო რეჟიმი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – ნებისმიერი პირისა და ყველა სახის ტრანსპორტის შემოსვლა-გადაადგილება, აგრეთვე სხვა საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია პირის, ტრანსპორტის, ტვირთისა და სხვა ქონების გადაადგილებასთან, საზღვრისპირა სარკინიგზო და საავტომობილო სადგურის, საზღვაო პორტის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ფარგლებში განისაზღვრება ,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესით“. 2. სასაზღვრო რეჟიმს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის“ შესაბამისად ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით. იმ ადგილებსა და შენობებში, სადაც ხორციელდება სასაზღვრო კონტროლი, დგინდება დამატებითი სარეჟიმო წესები, რომლებიც არეგულირებს საზღვარგარეთიდან შემომსვლელ პირთა და ტრანსპორტის კონტროლს, აგრეთვე მომსახურე პერსონალის დაშვების პრინციპებს. 3. საერთაშორისო მიმოსვლისათვის განკუთვნილ გზებზე წესდება და ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შენდება და იხსნება სასაზღვრო გამტარი პუნქტები. საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.141 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №616 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.222 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 05.11.2010 წ., მუხ.414 თავი IV. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვა

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 15 აპრ. 2011 – 26 დეკ. 2019 ტექსტი უცნობია

  2. 17 მარ. 2011 – 15 აპრ. 2011 ტექსტი უცნობია

  3. 1 იან. 2000 – 17 მარ. 2011 ტექსტი უცნობია

  4. 9 დეკ. 1999 – 1 იან. 2000 ტექსტი უცნობია

  5. … – 9 დეკ. 1999 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტში სასაზღვრო რეჟიმის დამდგენი სუბიექტია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო.

  2. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტში სასაზღვრო რეჟიმს გამტარ პუნქტებში ადგენს სასაზღვრო პოლიცია, ხოლო დამატებითი სარეჟიმო წესების აღწერაში „მომავალი“ პირები „შემომსვლელი“ პირებით და „და“ ჩანაცვლებულია „, აგრეთვე“-თი.

  3. მე-2 პუნქტში სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სასაზღვრო რეჟიმის დამდგენი ორგანო ახლა „დეპარტამენტად“ არის დასახელებული.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23190²19013121627 (დ…37 (დ…5 (და…1232930
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს საზღვაო სი…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა