საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

მუხლი 13. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა

რედაქცია №37 კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 4 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

გიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილითორნიკე ჩიქოვანი

1.საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სარკინიგზო, საავტომობილო, საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლებით და საჰაერო მიმოსვლა ხდება იმ სასაზღვრო გამტარი პუნქტების მეშვეობით, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად.

1¹.სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამის აღნიშვნებს საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს ფინანსთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის მიხედვით ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო. ამ მიზნით აღნიშნული ორგანოები უფლებამოსილი არიან, საქართველოში შემომსვლელ პირს მოსთხოვონ და შეუმოწმონ პირადობის და საქართველოში შემოსვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები.

2.სასაზღვრო გამტარი პუნქტის თავზე აღიმართება საქართველოს სახელმწიფო დროშა.

3.,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი“ განსაზღვრავს სასაზღვრო გამტარი პუნქტების საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნის წესს.

4.სასაზღვრო გამტარი პუნქტების ფარგლებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

5.საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საჰაერო ხომალდის გადაფრენა საჰაერო დერეფნის გაუვლელად დაიშვება მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვით. ნებართვის გაცემისა და გადაფრენის პირობებს განსაზღვრავს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი“ . საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №812 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.191 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3152 - სსმ I, №19, 01.06.2006 წ., მუხ.141 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4264 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.424 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №616 - სსმ I, №35, 05.12.2008 წ., მუხ.222 საქართველოს 2008 წლის 23 დეკემბრის კანონი №854 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.279 საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3751 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.391 საქართველოს 2011 წლის 2 2 თებერვლის კანონი №4221 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1154 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3314 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №37 · ძალაშია 2 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 17 მარ. 2011 – 15 აპრ. 2011 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 9

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 18 ივლ. 2023

    მე-13 მუხლის პირველ პუნქტში სამდინარო მიმოსვლა შეიცვალა მიმოსვლით შიდა სახმელეთო წყლებით, ხოლო გამტარი პუნქტების დამტკიცების საფუძვლებიდან საერთაშორისო შეთანხმებებზე მითითება ამოვიდა და დარჩა საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო ხელშეკრულებები.

  2. მე-13 მუხლის პირველ პუნქტში სასაზღვრო გამტარი პუნქტების დამტკიცება, ხოლო მე-4 პუნქტში მათი ფარგლების დასამტკიცებლად წარდგენა პრეზიდენტიდან საქართველოს მთავრობაზე გადავიდა.

  3. · გამოქვეყნდა 10 მარ. 2011

    მე-13 მუხლის მე-5 პუნქტში ნებართვის გამცემი ორგანოა სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

  4. მე-5 პუნქტში ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დამფუძნებელი სამინისტროს დასახელება შეიცვალა: ახლა ეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.

  5. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2008

    მე-5 პუნქტში საჰაერო დერეფნის გაუვლელად გადაფრენის ნებართვის გამცემი ორგანო ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის ნაცვლად არის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია.

  6. მე-13 მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი სამგზავრო დოკუმენტებში აღნიშვნებისა და შემომსვლელის დოკუმენტების შემოწმების შესახებ, ხოლო მე-4 პუნქტში გამტარი პუნქტების ფარგლების განმსაზღვრელად სასაზღვრო პოლიციის ნაცვლად დასახელდა შინაგან საქმეთა სამინისტრო.

  7. · გამოქვეყნდა 31 დეკ. 2006

    მე-4 პუნქტში სასაზღვრო გამტარი პუნქტების ფარგლების შეთანხმების პარტნიორად საბაჟო დეპარტამენტის ნაცვლად ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურია დასახელებული.

  8. მე-4 პუნქტში გამტარი პუნქტების ფარგლების დამდგენი და პრეზიდენტისთვის დასამტკიცებლად წარმდგენი ორგანო დეპარტამენტის ნაცვლად საქართველოს სასაზღვრო პოლიციაა.

  9. მე-4 პუნქტში სასაზღვრო გამტარი პუნქტების ფარგლებს ადგენს დეპარტამენტი საბაჟო დეპარტამენტთან შეთანხმებით (ფინანსთა სამინისტროს ნაცვლად); მე-5 პუნქტში საჰაერო დერეფნის გარეშე გადაფრენის ნებართვას გასცემს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
233015124925154 (და…5 (და…6 (და…12413
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს მოქალაქეებ…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს საჰაერო კო…საქართველოს საზღვაო სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №37 · ბოლოს შემოწმდა