Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკატერორიზმთან ბრძოლის შესახებმუხლი 10

ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

მუხლი 10. სამართლებრივი რეჟიმი კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025
თემები:საგანგებო სამართალი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.კონტრტერორისტული ღონისძიებების განხორციელებისას იქმნება განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმ ის ორი ზონა – უსაფრთხოების ზონა და კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა.

2.ზონების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელი. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, მუნიციპალიტეტებს და დაუყოვნებლივ ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

3.უსაფრთხოების ზონა გულისხმობს იმ ტერიტორიას, სადაც ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტები უფლებამოსილი არია ნ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დროებით: ა) მოაწყონ საგუშაგოები ავტოსატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების მიზნით; ბ) განახორციელონ პატრულირება და შეუმოწმონ მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი საბუთები.

4.კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა გულისხმობს იმ ტერიტორიას, სადაც უშუალოდ ტარდება კონტრტერორისტული ოპერაცია.

5.კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში ოპერაციის ჩამტარებელ პირებს უფლება აქვთ, გადაუდებელი აუცილებლობისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) კონტრტერორისტული ოპერაციის დამთავრებამდე მიიღონ ზომები ქუჩებსა და გზებზე ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის დროებით შეზღუდვის ან აკრძალვის თაობაზე; ბ) შეუმოწმონ მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი საბუთები პიროვნების დადგენის მიზნით; გ) ტერორისტული აქტის აღკვეთისას ან ტერორისტული აქტის ჩადენაში ბრალდებული პირის დევნისას, როცა დაყოვნებამ შეიძლება რეალური საფრთხე შეუქმნას ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას: დაუბრკოლებლად შევიდნენ (შეაღწიონ) მოქალაქეთა საცხოვრებელ ბინებში, აგრეთვე მათ კუთვნილ სხვა სადგომებსა და მიწის ნაკვეთებში, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) ტერიტორიებზე, სატრანსპორტო საშუალებებში; გამოიყენონ მოქალაქეებისა და ორგანიზაციების კუთვნილი კავშირგაბმულობის საშუალებები, სპეციალური საშუალებების ჩათვლით; დაათვალიერონ მოქალაქეთა პირადი ნივთები, სატრანსპორტო საშუალებები და ტვირთი, მათ შორის, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში შესვლისას და ზონიდან გამოსვლისას; დ) ტერორისტული აქტის თავიდან აცილების მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი პირის დევნისა და დაკავებისათვის, ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენისათვის სამედიცინო დაწესებულებაში პირის მისაყვანად, აგრეთვე შემთხვევის ადგილზე მისასვლელად გამოიყენონ მოქალაქეების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები, გარდა უცხო ქვეყნების საკონსულოების, დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი სხვა ორგანიზაციების სატრანსპორტო საშუალებებისა.

6.უსაფრთხოებისა და კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონებში ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1266 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3960 – ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6955 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

რედაქციების შედარება

1. კონტრტერორისტული ღონისძიებების განხორციელებისას იქმნება განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმის ორი ზონა – უსაფრთხოების ზონა და კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა. 2. ზონების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისშინაგან სამსახურისსაქმეთა უფროსიმინისტრი – ექსტრემალური სიტუაციების მართვის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელი. ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს მთავრობას, საქართველოს პარლამენტს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს და დაუყოვნებლივ ქვეყნდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.საშუალებით. 3. უსაფრთხოების ზონა გულისხმობს იმ ტერიტორიას, სადაც ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტები უფლებამოსილი არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დროებით: ა) მოაწყონ საგუშაგოები ავტოსატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების მიზნით; ბ) განახორციელონ პატრულირება და შეუმოწმონ მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი საბუთები. 4. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონა გულისხმობს იმ ტერიტორიას, სადაც უშუალოდ ტარდება კონტრტერორისტული ოპერაცია. 5. კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში ოპერაციის ჩამტარებელ პირებს უფლება აქვთ, გადაუდებელი აუცილებლობისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) კონტრტერორისტული ოპერაციის დამთავრებამდე მიიღონ ზომები ქუჩებსა და გზებზე ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის დროებით შეზღუდვის ან აკრძალვის თაობაზე; ბ) შეუმოწმონ მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი საბუთები პიროვნების დადგენის მიზნით; გ) ტერორისტული აქტის აღკვეთისას ან ტერორისტული აქტის ჩადენაში ბრალდებული პირის დევნისას, როცა დაყოვნებამ შეიძლება რეალური საფრთხე შეუქმნას ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას: დაუბრკოლებლად შევიდნენ (შეაღწიონ) მოქალაქეთა საცხოვრებელ ბინებში, აგრეთვე მათ კუთვნილ სხვა სადგომებსა და მიწის ნაკვეთებში, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) ტერიტორიებზე, სატრანსპორტო საშუალებებში; გამოიყენონ მოქალაქეებისა და ორგანიზაციების კუთვნილი კავშირგაბმულობის საშუალებები, სპეციალური საშუალებების ჩათვლით; დაათვალიერონ მოქალაქეთა პირადი ნივთები, სატრანსპორტო საშუალებები და ტვირთი, მათ შორის, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონაში შესვლისას და ზონიდან გამოსვლისას; დ) ტერორისტული აქტის თავიდან აცილების მიზნით, ტერორისტული აქტის ჩამდენი პირის დევნისა და დაკავებისათვის, ან სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენისათვის სამედიცინო დაწესებულებაში პირის მისაყვანად, აგრეთვე შემთხვევის ადგილზე მისასვლელად გამოიყენონ მოქალაქეების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები, გარდა უცხო ქვეყნების საკონსულოების, დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი სხვა ორგანიზაციების სატრანსპორტო საშუალებებისა. 6. უსაფრთხოებისა და კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ზონებში ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51, 29.09.2010წ., მუხ.332 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1266 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3960 – ვებგვერდი, 15.07.2015წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 28 ივლ. 2020
  2. 1 აგვ. 2015· გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015
  3. 8 ოქტ. 2013
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • საგანგებო მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-06-26 · №13

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2020-07-28
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ

  • 8კონტრტერორისტული ოპერაციის ჩატარების ძალები და საშუალებები
  • 9კონტრტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელობა
  • 11სპეციალური საშუალებების ან/და ფიზიკური იძულების გამოყენების უფლება

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 17ტერორისტული საქმიანობით ან ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ სხვა საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვა

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

  • 7კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალური სამსახურები
  • 11კონტრდაზვერვითი ღონისძიებების განხორციელების ზოგადი წესი
  • 10კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 3³—

პოლიციის შესახებ

  • 23სპეციალური შემოწმება და დათვალიერება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ

  • 25სასაზღვრო ზონა და სასაზღვრო ზოლი

საგანგებო მდგომარეობის შესახებ

  • 1—

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

  • 3ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3891171110251233³1710
მნიშვნელობით ახლოსტერორიზმთან ბრძოლის შე…სამოქალაქო უსაფრთხოები…კონტრდაზვერვითი საქმია…სახელმწიფო საზღვრის რე…პოლიციის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 26 ივნ. 2025