პოლიციის შესახებ

მუხლი 23. სპეციალური შემოწმება და დათვალიერება

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 17 მარ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სპეციალური შემოწმება და დათვალიერება, როგორც პრევენციული ღონისძიება, გულისხმობს სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე პირის, ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების შემოწმებასა და დათვალიერებას, რომლებიც აუცილებელია ნივთის აღმოსაჩენად, აგრეთვე ნივთის რაობის დასადგენად. სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებული ტერიტორიებისა და ობიექტების ნუსხას ადგენს საქართველოს მთავრობა.

2.პოლიცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში პირის სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას, როგორც პრევენციულ ღონისძიებას, ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ისეთი საგანი, რომლის ფლობა სამართალდარღვევა ან სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე დადგენილი წესის დარღვევა იქნებოდა; ბ) ეს აუცილებელია უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის ვინაობის დასადგენად; გ) პირი სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადის კონტროლს.

3.პირის სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას ახორციელებს შესაბამისი სქესის პოლიციელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი სქესის პოლიციელის მიერ პირის სპეციალური შემოწმებისა და დათვალიერების განხორციელება კონკრეტულ შემთხვევაში  განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს. პირის სპეციალური შემოწმებისა და დათვალიერების განსხვავებული სქესის პოლიციელის მიერ განხორციელება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით.

4.პოლიცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას, როგორც პრევენციულ ღონისძიებას, ახორციელებს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

5.გემის სპეციალური შემოწმება და დათვალიერება ხორციელდება: ა) დროშის სახელმწიფოს დასადგენად; ბ) გემის ეკიპაჟისა და მგზავრების ინსპექტირების მიზნით; გ) გემის უსაფრთხოების, სანავიგაციო-სანაოსნო საშუალებების, გარემოსდაცვითი და საყოფაცხოვრებო პირობების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

6.ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ შემოწმებასა და დათვალიერებას უნდა დაესწროს ამ ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მფლობელი ან მისი ოჯახის წევრი.

7.ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პოლიციელი ვალდებულია პირს განუმარტოს ღონისძიების კანონიერების გასაჩივრების უფლება.

8.თუ სპეციალური შემოწმებისა და დათვალიერების დროს წარმოიშვა ჩხრეკის საფუძველი, პოლიციელი ატარებს ჩხრეკას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 იან. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1919¹1275221824531817131023
მითითებამნიშვნელობით ახლოსპოლიციის შესახებსაქართველოს სახელმწიფო…საქართველოს სახალხო და…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სისხლის სა…არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №45 · ბოლოს შემოწმდა