კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

მუხლი 7. კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალური სამსახურები

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 6 დეკ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კონტრდაზვერვით საქმიანობას ახორციელებენ სპეციალური სამსახურები საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.

2.ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაცია და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია ეკისრება სპეციალურ სამსახურს − საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.

3.სპეციალური სამსახურები, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოები ვალდებული არიან ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მაკოორდინირებელ სპეციალურ სამსახურს წარუდგინონ ნებისმიერი მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებთან.

4.საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს: ა) ქვეყანაში ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციის წესს; ბ) კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალურ სამსახურებს, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციის გაცვლისა და საინფორმაციო ბანკის წარმოების წესს, რომლითაც განისაზღვრება აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების სრული ნუსხა და მათი წარდგენის წესი. საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1158 – ვებგვერდი, 08.10.2013წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3935 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 4

ყველა გადაწყვეტილება
  • №ბს-907(კ-20)2023-04-2615
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის ბათილად ცნობა და ნებართვის გაცემის დავალება

    დავა შეეხებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარს უცხოელისათვის შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უსაფრთხოების ორგანოს უარყოფითი დასკვნა სააგენტოს გადაწყვეტილების მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია და სააგენტომ დამოუკიდებლად უნდა შეაფასოს გარემოებები და შეაჯეროს საჯარო და კერძო ინტერესები. სასამართლომ საიდუმლო ინფორმაციის შესწავლის შედეგად საფრთხე დადასტურებულად არ მიიჩნია და აღნიშნა, რომ სადავო აქტის კანონიერება მისი გამოცემისას მოქმედი რედაქციით უნდა შეფასდეს. საკასაციო პალატამ გააუქმა სააპელაციო განჩინება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა, უარის აქტი ბათილად ცნო და სააგენტოს ნებართვის გაცემის შესახებ აქტის გამოცემა დაავალა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მოკლევადიან ბინადრობის ნებართვაზე უარის ბათილად ცნობა და ნებართვის გაცემის დავალება

    დავა ეხება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოკლევადიან ბინადრობის ნებართვაზე უარის კანონიერებასა და ნებართვის გაცემის დავალდებულებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უნდა გაიმიჯნოს ახალი ნებართვის გაცემა უკვე გაცემული ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისგან, რადგან მათზე განსხვავებული წინაპირობები შეიძლება გავრცელდეს. ფორმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ სააგენტომ უსაფრთხოების ორგანოს დასკვნა სათანადოდ უნდა შეაფასოს, ხოლო უძრავი ქონების საკუთრება ან წარსულში გაცემული ნებართვა ავტომატურად არ წარმოშობს შემდგომი ნებართვის მიღების უფლებას. სასამართლომ გააუქმა სააპელაციო გადაწყვეტილება და საქმე იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა, რადგან განმცხადებლის მოთხოვნის შინაარსი და შესაბამისი წინაპირობები სათანადოდ არ იყო დადგენილი.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    მუდმივი ცხოვრების ნებართვაზე უარის ბათილად ცნობა და ნებართვის გაცემის დავალება

    დავა შეეხებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარს უცხოელისთვის მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ უსაფრთხოების ორგანოს საიდუმლო ინფორმაცია უნდა შეფასდეს მისი შინაარსისა და საქმის სხვა გარემოებების გათვალისწინებით, საჯარო და კერძო ინტერესების შეჯერებით. პალატამ საჭიროდ მიიჩნია ინფორმაციის დამატებითი გამოკვლევა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა შეფასება. სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა.

  • დაუშვებლობა (T5)

    მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ნებართვის აღდგენის დავალება

    დავა შეეხებოდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მოსარჩელეს მუდმივი ბინადრობის ნებართვა ძალადაკარგულად გამოუცხადდა. უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფოს შეფასების ფართო ფარგლები აქვს, თუმცა კერძო და საჯარო ინტერესების თანაზომიერება ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში უნდა შეფასდეს. სასამართლომ საიდუმლო მასალების გაცნობის შემდეგ ნებართვის გაუქმების საფუძველი სათანადოდ და ჩარევა თანაზომიერად მიიჩნია. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 აგვ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 7 ნოე. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 27 მარ. 2017
  2. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2015

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5414⁵821104121110357
მითითებამნიშვნელობით ახლოსკონტრდაზვერვითი საქმია…სახელმწიფო დაცვის სპეც…საქართველოს სახელმწიფო…სადაზვერვო საქმიანობის…ტერორიზმთან ბრძოლის შე…სახელმწიფო საიდუმლოები…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა