ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

მუხლი 9

რედაქცია №27 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოებისა და იმ სტრუქტურული ერთეულების – ცენტრალური არქივების – სამოქმედო ტერიტორიები, რომელთა საქმიანობაც საქართველოს ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდება, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

2.რეგიონული და ადგილობრივი არქივები მუდმივად ინახავენ მათ სამოქმედო ტერიტორიებზე შექმნილ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს. რეგიონული და ადგილობრივი არქივები და ადგილობრივი წარმომადგენლობები მართავენ საარქივო საქმეს შესაბამის ტერიტორიაზე.

3.რეგიონულ და ადგილობრივ არქივებს ხელმძღვანელობენ დირექტორები, ხოლო ადგილობრივ წარმომადგენლობებს – ადგილობრივი წარმომადგენლები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი.

4.ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი.

5.ტერიტორიული ორგანოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებით.

6.ტერიტორიულ ორგანოს აქვს თავისი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

7.ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას ზედამხედველობს ეროვნული არქივი. საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103 საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5600 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოებისა და იმ სტრუქტურული ერთეულების – ცენტრალური არქივების – სამოქმედო ტერიტორიები, რომელთა საქმიანობაც საქართველოს ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდება, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 2. რეგიონული და ადგილობრივი არქივები მუდმივად ინახავენ მათ სამოქმედო ტერიტორიებზე შექმნილ ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებს. რეგიონული და ადგილობრივი არქივები და ადგილობრივი წარმომადგენლობები მართავენ საარქივო საქმეს შესაბამის ტერიტორიაზე. 3. რეგიონულ და ადგილობრივ არქივებს ხელმძღვანელობენ დირექტორები, ხოლო ადგილობრივ წარმომადგენლობებს – ადგილობრივი წარმომადგენლები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი. 4. ტერიტორიული ორგანოს დებულებას ამტკიცებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი. 5. ტერიტორიული ორგანოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებით. 6. ტერიტორიულ ორგანოს აქვს თავისი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 7. ტერიტორიული ორგანოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტიანობას ზედამხედველობს ეროვნული არქივი. საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103 საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5600 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 13 ივლ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 აგვ. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 ივლ. 2009

    მე-5 პუნქტი ახლა ტერიტორიული ორგანოს მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას აწესრიგებს მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტითა და სხვა კანონისმიერი შემოსავლებით, მე-6 პუნქტი ბეჭედს ითვალისწინებს, ხოლო მე-7 პუნქტში დარჩა მხოლოდ ეროვნული არქივის ზედამხედველობა; ადგილობრივი ბიუჯეტის, საბანკო ანგარიშებისა და დებულების დამტკიცების ნორმები ამ ტექსტში აღარ არის.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1926568617826293239
მნიშვნელობით ახლოსეროვნული საარქივო ფონდ…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს მთავრობის …აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს განათლების…კულტურული მემკვიდრეობი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №27 · ბოლოს შემოწმდა