ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

მუხლი 8

რედაქცია №27 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულებია ცენტრალური აპარატი და ცენტრალური არქივები.

2.ეროვნული არქივი საარქივო საქმეს მართავს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – რეგიონული არქივების, ადგილობრივი არქივებისა და ადგილობრივი წარმომადგენლობების – მეშვეობით.

3.ეროვნულ არქივს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის შერჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4.ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილეების შერჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

4¹.ეროვნული არქივის თანამშრომლები თანამდებობაზე ინიშნებიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5.ეროვნული არქივის დებულებას ამტკიცებს მინისტრი.

6.ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს თავისი უფლებამოსილებების დელეგირება.

7.ეროვნული არქივის საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი.

8.ეროვნული არქივის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებით.

9.ეროვნულ არქივს შეუძლია განახორციელოს თავისი ფუნქციების შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობა, ხოლო მიღებული შემოსავლები განკარგოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოების, დოკუმენტების შენახვისა და დაცვის გაუმჯობესების, დასაქმებულთა დამატებითი ანაზღაურებისა და ამ კანონითა და ეროვნული არქივის დებულებით გათვალისწინებული სხვა მიზნებისათვის.

10.ეროვნულ არქივს აქვს თავისი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საბანკო ანგარიშები. საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103 საქართველოს 2011  წლის 22 მარტის კანონი №4465 -ვებგვერდი,01.04.2011წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5600 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეროვნული არქივის სტრუქტურული ერთეულებია ცენტრალური აპარატი და ცენტრალური არქივები. 2. ეროვნული არქივი საარქივო საქმეს მართავს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების – რეგიონული არქივების, ადგილობრივი არქივებისა და ადგილობრივი წარმომადგენლობების – მეშვეობით. 3. ეროვნულ არქივს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის შერჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 4. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის მოადგილეების შერჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 4 1 . ეროვნული არქივის თანამშრომლები თანამდებობაზე ინიშნებიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ეროვნული არქივის დებულებას ამტკიცებს მინისტრი. 6. ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს თავისი უფლებამოსილებების დელეგირება. 7. ეროვნული არქივის საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი. 8. ეროვნული არქივის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემოსავლებით. 9. ეროვნულ არქივს შეუძლია განახორციელოს თავისი ფუნქციების შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობა, ხოლო მიღებული შემოსავლები განკარგოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაფართოების, დოკუმენტების შენახვისა და დაცვის გაუმჯობესების, დასაქმებულთა დამატებითი ანაზღაურებისა და ამ კანონითა და ეროვნული არქივის დებულებით გათვალისწინებული სხვა მიზნებისათვის. 10. ეროვნულ არქივს აქვს თავისი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საბანკო ანგარიშები. საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103 საქართველოს 2011  წლის 22 მარტის კანონი №4465 -ვებგვერდი,01.04.2011წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5600 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №27 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 აგვ. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-4 პუნქტიდან ამოღებულია გენერალური დირექტორის წარდგინება მოადგილეთა დანიშვნისა და გათავისუფლებისას. 4¹ პუნქტში კონკურსით დანიშვნის წესის გამონაკლისების ჩამონათვალი შეიცვალა და ახლა მხოლოდ გენერალურ დირექტორს ეხება.

  2. · გამოქვეყნდა 28 ივლ. 2009

    მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში ტერიტორიულ ორგანოებს დაემატა რეგიონული არქივები, ხოლო ახალი 4¹ პუნქტით თანამშრომელთა უმეტესობა კონკურსის საფუძველზე ინიშნება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6961710⁴10491222014978
მნიშვნელობით ახლოსეროვნული საარქივო ფონდ…საქართველოს პარლამენტი…პენიტენციური კოდექსიაჭარის ავტონომიური რეს…მეცნიერების, ტექნოლოგი…საქართველოს დაზვერვის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №27 · ბოლოს შემოწმდა