„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 3. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული სამსახურების კომპეტენცია

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 31 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებენ საამისოდ უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ტერიტორიული სამსახურის თანამშრომლები.

2.სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სამსახურებისა და ავტორიზებული პირების მეშვეობით. ავტორიზებული პირების უფლებამოსილების ფარგლები განისაზღვრება შესაბამისი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით.

3.ტერიტორიული სამსახურების ტერიტორიული კომპეტენცია განისაზღვრება სარეგისტრაციო ზონების შესაბამისად, რომლებსაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.

4.ტერიტორიული სამსახურების უფლებრივ კომპეტენციასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5.სააგენტოს შეუძლია უფლებამოსილება განახორციელოს უქმე ან დასვენების დღეებში, შესვენების ან არასამუშაო დროს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19264882252014¹262383
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო სერვისების …საჯარო სამართლის იურიდ…საჯარო სამართლის იურიდ…,,მეწარმეთა და არასამე…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა