ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

მუხლი 26. დაწესებულების მუნიციპალური კონტროლი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით აკონტროლებს დაწესებულების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას.

2.მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საჯარო დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების სტანდარტები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3.დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ახორციელებს: ა) დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის პირობების შესრულების მონიტორინგს; ბ) დაწესებულების მიერ ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის წარმოების შემოწმებასა და შეფასებას; გ) დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების შემოწმებასა და შეფასებას.

4.მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების მიზნით, წინასწარი შეტყობინების გარეშე გამოცხადდეს დაწესებულებაში ავტორიზაციის პირობების შესრულების ადგილზე შესამოწმებლად.

5.მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ვალდებულია დაწესებულების სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული არანაკლებ 10 ბავშვის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მოთხოვნით განახორციელოს ამ დაწესებულების არაგეგმური კონტროლი.

6.მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების შედეგად მიღებული მონაცემები წლიური ანგარიშის ფარგლებში წარუდგინოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1261 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. თავი VII. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის დაფინანსება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით აკონტროლებს დაწესებულების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას. 2. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საჯარო დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების სტანდარტები დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ახორციელებს: ა) დაწესებულების მიერ ამ კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ავტორიზაციის პირობების შესრულების მონიტორინგს; ბ) დაწესებულების მიერ ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის წარმოების შემოწმებასა და შეფასებას; გ) დაწესებულების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულების შემოწმებასა და შეფასებას. 4. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების მიზნით, წინასწარი შეტყობინების გარეშე გამოცხადდეს დაწესებულებაში ავტორიზაციის პირობების შესრულების ადგილზე შესამოწმებლად. 5. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ვალდებულია დაწესებულების სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართული არანაკლებ 10 ბავშვის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების მოთხოვნით განახორციელოს ამ დაწესებულების არაგეგმური კონტროლი. 6. მუნიციპალიტეტის მერი ვალდებულია დაწესებულების საქმიანობის კონტროლის განხორციელების შედეგად მიღებული მონაცემები წლიური ანგარიშის ფარგლებში წარუდგინოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1261 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. თავი VII. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის დაფინანსება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 29 ივლ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1111²493386¹20106¹152814138796726
მითითებამნიშვნელობით ახლოსადრეული და სკოლამდელი …ადგილობრივი თვითმმართვ…უმაღლესი განათლების შე…ბავშვის უფლებათა კოდექ…საქართველოს სამოქალაქო…საჯარო სამართლის იურიდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა