ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 127¹. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვა

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზება ხორციელდება აუქციონის ფორმით, ხოლო თბილისის შემთხვევაში – აუქციონის ფორმით, პირდაპირი მიყიდვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით.

2.თბილისის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პირდაპირი მიყიდვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება ამ კანონის 118 1 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.

3.თბილისის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზებისას გამოიყენება ამ კანონის 118 2 მუხლით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობები.

4.თბილისის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი (რწმუნებული) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით.

5.მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში პირობით გადაცემისას ქონების შემძენს უფლება არ აქვს, საპრივატიზებო ვალდებულებების შესასრულებლად გირავნობით დატვირთოს შეძენილი მოთხოვნები და უფლებები მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის (რწმუნებულის), ხოლო თბილისის შემთხვევაში – თბილისის წარმომადგენლის (რწმუნებულის) ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანხმობის გარეშე.

6.მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში პირობით გადაცემაზე, მისი თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის 120-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 ოქტ. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 თებ. 2014 – 1 ოქტ. 2015 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
45²18421257118¹118²1201181195148127¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…სახელმწიფო ქონების შეს…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №81 · ბოლოს შემოწმდა