Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასახელმწიფო ქონების შესახებმუხლი 45²

სახელმწიფო ქონების შესახებ

მუხლი 45². სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვა

რედაქცია №63 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:საჯარო-კერძო პარტნიორობაუძრავი ქონების აუქციონისპონსორობაგასვლის დაგეგმვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზების ფორმებია: ა) აუქციონი; ბ) პირდაპირი მიყიდვა: ბ.ა) პირდაპირი მიყიდვა; ბ.ბ) პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე.

2.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პირდაპირი მიყიდვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესით. ქონების შემძენისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში გადაცემა აგრეთვე ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.

3.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საპრივატიზებო საფასურისა და საწყისი საპრივატიზებო თანხის განსაზღვრის წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზებისას ანგარიშსწორება ხორციელდება ამ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად.

4.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო განკარგულების მიღებიდან 3 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში აუქციონის შედეგები/საქართველოს მთავრობის განკარგულება ძალას კარგავს ამავე პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ.

5.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზებისას გამოიყენება ამ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული განსაკუთრებული პირობები.

6.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ქონების მმართველი უფლებამოსილია გასცეს აუქციონში გამარჯვების დადასტურება წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით.

7.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში პირობებით გადაცემისას ქონების მმართველის თანხმობის შემთხვევაში ქონების შემძენს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით გირავნობით დატვირთოს შეძენილი მოთხოვნები და უფლებები.

8.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების საკუთრებაში პირობებით გადაცემისას გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო გირავნობით დატვირთული ქონების მოგირავნის საკუთრებაში გადასვლისას ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით რეალიზაციისას (მიუხედავად ასეთი რეალიზაციის ფორმისა) ახალ და ყოველ შემდგომ მესაკუთრეზე სრულად გადადის ქონების შემძენის მიერ სახელმწიფოს წინაშე ნაკისრი საპრივატიზებო ვალდებულებები და შესაბამისი ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები, თუ ქონების გირავნობით დატვირთვამდე მოთხოვნებისა და უფლებების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში მოთხოვნებისა და უფლებების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია.

9.სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების პრივატიზების მიზნით დადებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების დარღვევის გამო ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის შემთხვევაში პრივატიზებული ქონება ბრუნდება სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო ამ ქონებაზე რეგისტრირებული მესამე პირის (პირთა) გირავნობის უფლება (უფლებები) უქმდება, თუ ქონების გირავნობით დატვირთვამდე საჯარო რეესტრში მოთხოვნებისა და უფლებების შესახებ ჩანაწერში რეგისტრირებულია საპრივატიზებო ვალდებულების (ვალდებულებების) ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია. ამასთანავე, ქონების შემძენს სახელმწიფო არ აუნაზღაურებს გადახდილ თანხებსა და გაწეულ ხარჯებს.

10.ამ მუხლის მე-5, მე-8 და მე-9 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში განკარგულ სახელმწიფო ქონებაზე. საქართველოს 2014 წლის 11 დეკემბრის კანონი №2878 – ვებგვერდი, 23.12.2014წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2274 – ვებგვერდი, 24.05.2018წ. საქართველოს 2020 წლის 29 მაისის კანონი №5989 – ვებგვერდი, 10.06.2020წ. თავი IX გარდამავალი დებულებანი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №43 · ძალაშია 9 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 აგვ. 2010 – 23 დეკ. 2014 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 45¹შემდეგი მუხლი 46

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მენეჯმენტის მიერ შესყიდვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საგანმანათლებლო PPP სტრუქტურირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სახელწოდების მინიჭების უფლებები (სპონსორობა)სერვისის გვერდი
  • ქონების სახელმწიფო საკუთრებაში ნატურით გადაცემასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №63

  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 5 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10მუხლი 19მუხლი 20მუხლი 3

მიუთითებენ მასზე

მუხლი 3მუხლი 3²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სახელმწიფო ქონების შესახებ

  • 18სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზების ფორმები და პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები
  • 3¹სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას გარიგების გაფორმების წესი
  • 10სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით

სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ

  • 6
  • 6¹სახელმწიფო ქონების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პირდაპირი მიყიდვა კონკურენტული შერჩევის საფუძველზე
  • 10სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების შესახებ გარიგების გაფორმება

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 127¹მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების განკარგვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ

  • 5ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის ფორმები
  • 14უძრავი ქონების პრივატიზება პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით
  • 12უძრავი ქონების პრივატიზებისას გარიგების გაფორმების წესი

"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ"

  • 12უძრავი ქონების პრივატიზება პირდაპირი მიყიდვისა და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი მიყიდვის ფორმებით
  • 5ქონების განკარგვის/სარგებლობის/მართვის უფლებით გაცემის ფორმები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66¹1010319203²183¹125127¹51445²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო ქონების შეს…სახელმწიფო ქონების პრი…ადგილობრივი თვითმმართვ…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №63 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026