Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიმუხლი 136

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 136. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლება

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.თუ მუნიციპალიტეტის საკრებულო დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში არ ასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებას, მიიღოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მისცეს მას სავალდებულო მითითება აღნიშნული ვალდებულების შესრულების შესახებ.

2.მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მითითება შეასრულოს მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში.

3.მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო გამოსცემს შესაბამის ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც ძალაშია მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ სათანადო ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებამდე.

4.თუ მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო არაჯეროვნად ახორციელებს ან არ ახორციელებს ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებას, შესაბამისი დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს მოსთხოვოს აღნიშნული მოვალეობის შესრულება, მისცეს მას სავალდებულო მითითებები და მდგომარეობის გამოსასწორებლად განუსაზღვროს გონივრული ვადა – არანაკლებ 15 სამუშაო დღისა. ამ ვადის გაგრძელება შესაძლებელია მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, შესაბამისი დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს თანხმობით.

5.მუნიციპალიტეტის ორგანო/თანამდებობის პირი ვალდებულია დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია მიღებული ზომების შესახებ.

6.თუ მდგომარეობის გამოსასწორებლად ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო დაადგენს, რომ მუნიციპალიტეტი კვლავ არაჯეროვნად ახორციელებს ან არ ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს ან მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია, დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წინადადებით მიმართოს. შესაბამის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილებით იღებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლებისას შესაბამისი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების დროებითი წესი, მათ შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების ვადა, შესაბამისი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო/თანამდებობის პირი, აგრეთვე დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი სხვა ღონისძიებები. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება შესაბამის მუნიციპალიტეტს ეკისრება. ხარჯები მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამოქვითვით ანაზღაურდება. ამ პუნქტის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლება დაუშვებელია, თუ დარღვეული იყო ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა.

7.ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთჯერადად ან დროებითი ღონისძიების სახით, არაუმეტეს ერთი წლის ვადით. ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების გამოყენება მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების პირველი და ბოლო 6 თვის განმავლობაში დაუშვებელია.

8.მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი სასამართლოში გაასაჩივროს. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №52 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 135შემდეგი მუხლი 137

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 27 მაი. 2026 · №81

  • 5 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 17

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 133დარგობრივი ზედამხედველობა
  • 135ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერება და გაუქმება
  • 132სამართლებრივი ზედამხედველობა

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 141მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებათა ვადები
  • 161საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობის წესი
  • 162საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

  • 124სამშენებლო სამართალდარღვევისათვის მითითების გაცემა და შემოწმების აქტის შედგენა
  • 125დადგენილება სამშენებლო სამართალდამრღვევის დაჯარიმების შესახებ

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 78მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

  • 9 (დანართი 1)უწყებათაშორისი კოორდინაცია

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 43კანონქვემდებარე აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ

  • 23მაკონტროლებელი ორგანოს ანგარიშვალდებულება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
78171331351329 (და…1241252343141161162136
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს სივრცის და…საქართველოს საბიუჯეტო …სამხედრო და ორმაგი დან…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026 · რედაქცია №81 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026