ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 132. სამართლებრივი ზედამხედველობა

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამართლებრივი ზედამხედველობა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე.

2.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ნორმატიული აქტით განსაზღვროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილების სფეროში მისაღები იმ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნუსხა, რომლებზედაც არ ხორციელდება სამართლებრივი ზედამხედველობა.

3.სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ექსპერტიზას და სამართლებრივ დასკვნას უგზავნის აქტის მიმღებ ორგანოს. სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო სამართლებრივ დასკვნას ამზადებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს უგზავნის შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა. სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო სამართლებრივ დასკვნაში უთითებს იმ ნორმებს, რომლებსაც ეწინააღმდეგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სამართლებრივი დასკვნა არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება.

4.მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში მიღებული ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ექსპერტიზა ხორციელდება დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოსთან კოორდინაციით. სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო მუნიციპალიტეტის დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში მიღებულ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ ნაწილს, რომელიც აწესრიგებს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის შესაბამის დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს ამ აქტის კანონიერების თაობაზე საკუთარი შენიშვნების წარმოსადგენად. დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო თავის დასკვნას აგზავნის შესაბამისი მიმართვის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია გასცეს სამართლებრივი დასკვნა. სამართლებრივი დასკვნის შინაარსზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო.

5.უარყოფითი სამართლებრივი დასკვნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო დასკვნის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანოს უგზავნის ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის ან ამ აქტის გაუქმების შესახებ მიღებულ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან მოტივირებულ წერილობით უარს.

6.მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სამართლებრივი დასკვნის გაუთვალისწინებლობის ან მოტივირებული წერილობითი უარის შემთხვევაში სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია შესაბამისი ვადის გასვლიდან ან მოტივირებული წერილობითი პასუხის მიღებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა მიმართოს სასამართლოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების მოთხოვნით.

7.სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია გაითვალისწინოს და დამაკმაყოფილებლად ცნოს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად გაგზავნილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოტივირებული წერილობითი უარი.

8.თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ნორმებს ან არსებით და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, სამართლებრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის დაუცველად, დაუყოვნებლივ მიმართოს სასამართლოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების მოთხოვნით.

9.მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის გაუქმების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 19 თებ. 2014-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ავთანდილ კუჭავა

ავთანდილ კუჭავა

CEO

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30235821913¹²137130136302329132
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს მთავრობის …აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …მაუწყებლობის შესახებენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №81 · ბოლოს შემოწმდა