Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიმუხლი 135

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 135. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერება და გაუქმება

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026
თემები:მარეგულირებელი დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია შეამოწმოს ამ კანონის 134-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილი, დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ მიღებული/გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და მიზანშეწონილობა და მუნიციპალიტეტს მისცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითება.

2.დელეგირებული უფლებამოსილების ჯეროვნად განხორციელების მიზნით მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გაუქმდეს მიზანშეუწონლობის მოტივით, თუ ის არ შეესაბამება დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მითითებას. მიზანშეუწონლობის მოტივით აქტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

3.თუ მუნიციპალიტეტი არ შეასრულებს დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს მითითებას მისი მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში მიღებული/გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების შესახებ.

4.თუ მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ნორმებს, არსებით და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს ან იწვევს სახელმწიფო ქონებისა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ და არამიზნობრივ გამოყენებას, დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია შესასრულებლად სავალდებულო მითითების გაუცემლად, დაუყოვნებლივ შეაჩეროს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

5.მუნიციპალიტეტის ორგანო/თანამდებობის პირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეჩერებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს უგზავნის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის ან ამ აქტის გაუქმების შესახებ მიღებულ/გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ან მოტივირებულ წერილობით უარს.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ შესაბამისი დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების თაობაზე ან შეჩერების შესახებ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

7.დაუშვებელია დარგობრივი ზედამხედველობის წესით გაუქმდეს მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მიღებულია/ გამოცემულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ საფუძველზე შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად.

8.მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის გაუქმების შესახებ დარგობრივი ზედამხედველობის ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი გაასაჩივროს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9.დელეგირებული უფლებამოსილების სფეროში მუნიციპალიტეტის ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ მიღებული/გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის ამ მუხლის შესაბამისად ზედამხედველობა ხორციელდება მხოლოდ უფლებამოსილების დელეგირების შესახებ საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტით ან ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი კანონით ან ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში. საქართველოს 2015 წლის 22 ივლისის ორგანული კანონი №4087 – ვებგვერდი, 04.08.2015წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ .

წინა მუხლი 134¹შემდეგი მუხლი 136

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მარეგულირებელი ბრძანების გასაჩივრება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-27 · №81

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 134მუხლი 17

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 133დარგობრივი ზედამხედველობა
  • 136ადგილობრივი თვითმმართველობის ჩანაცვლება
  • 132სამართლებრივი ზედამხედველობა

ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

  • 44ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების გასაჩივრება, შეჩერება, ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 29გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება
  • 30¹განჩინება ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ
  • 33სასამართლო გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელთან დაკავშირებით

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 61ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება
  • 184ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას
  • 177ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება

სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ

  • 28—

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ

  • 8სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
28611841772930¹3384413417133136132135
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ზოგადი ადმ…სამედიცინო-სოციალური ე…ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026