ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 149. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის წესი

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა იმართება მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან 60 დღის ვადაში.

2.სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და უძღვება სახელმწიფო რწმუნებული. სამხარეო საკონსულტაციო საბჭო იკრიბება 3 თვეში ერთხელ მაინც. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის წესი განისაზღვრება სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულებით. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დებულებას სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს თანხმობით ამტკიცებს სახელმწიფო რწმუნებული.

3.სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საკონსულტაციო საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

4.სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ფორმდება საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ოქმით.

5.სამხარეო საკონსულტაციო საბჭო რეკომენდაციას იღებს საკონსულტაციო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

6.სამხარეო   საკონსულტაციო   საბჭოს   საქმიანობის   ორგანიზებას  უზრუნველყოფს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია. საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2589 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის ორგანული კანონი №2820 - ვებგვერდი, 03.12.2014წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №3462 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ . კარი VIII გარდამავალი და დასკვნითი დებულებები თავი XX გარდამავალი დებულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №52 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23⁹283714714814618910479049149
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…ადრეული და სკოლამდელი …მაუწყებლობის შესახებსახელმწიფო შესყიდვების…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №81 · ბოლოს შემოწმდა