დაგროვებითი პენსიის შესახებ

მუხლი 10. მმართველობითი საბჭოს სხდომა და მისი ჩატარების პროცედურები

რედაქცია №13 კონსოლიდირებული · 16 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მმართველობითი საბჭოს სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ. მმართველობითი საბჭოს სხდომა შეიძლება ჩატარდეს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

2.მმართველობითი საბჭოს სხდომას წარმართავს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული მმართველობითი საბჭოს სხვა წევრი.

3.მმართველობითი საბჭოს წევრს აქვს 1 ხმის უფლება. მას არ შეუძლია ამ უფლების სხვა პირისთვის გადაცემა. მმართველობითი საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება მმართველობითი საბჭოს მოქმედი წევრების ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 6 წევრისა. მმართველობითი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

4.მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია თავის სხდომაზე მოიწვიოს საპენსიო ფონდის ნებისმიერი თანამშრომელი. აღნიშნულ თანამშრომელს მმართველობითი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლება არ აქვს.

5.მმართველობითი საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა წესები და პროცედურები დგინდება საპენსიო ფონდის დებულებით. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მმართველობითი საბჭოს სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 თვეში ერთხელ. მმართველობითი საბჭოს სხდომა შეიძლება ჩატარდეს კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. 2. მმართველობითი საბჭოს სხდომას წარმართავს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში − მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული მმართველობითი საბჭოს სხვა წევრი. 3. მმართველობითი საბჭოს წევრს აქვს 1 ხმის უფლება. მას არ შეუძლია ამ უფლების სხვა პირისთვის გადაცემა. მმართველობითი საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება მმართველობითი საბჭოს მოქმედი წევრების ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 6 წევრისა. მმართველობითი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს მის სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის ხმა. ხმა. 4. მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია თავის სხდომაზე მოიწვიოს საპენსიო ფონდის ნებისმიერი თანამშრომელი. აღნიშნულ თანამშრომელს მმართველობითი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ხმის უფლება არ აქვს. 5. მმართველობითი საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა წესები და პროცედურები დგინდება საპენსიო ფონდის დებულებით. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1223⁹2866⁵121991591235129010
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაგროვებითი პენსიის შე…დეპოზიტების დაზღვევის …საერთო სასამართლოების …აფხაზეთის ავტონომიური …აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №13 · ბოლოს შემოწმდა