Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებმუხლი 18

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ

მუხლი 18. საკონსულტაციო საბჭო

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.საჯარო დაწესებულება საზოგადოებრივ საწყისებზე ქმნის  საკონსულტაციო საბჭოს.

2.საკონსულტაციო საბჭოს ჰყავს 7 წევრი: ა) 5 მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი; ბ) 2 აღმზრდელ-პედაგოგი.

3.საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობისათვის შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ექსპერტი/სპეციალისტი.

4.საჯარო დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრებს ხმის უფლების გარეშე დაესწროს.

5.საკონსულტაციო საბჭოს ირჩევს მშობელთა საერთო კრება 1 წლის ვადით, ამ ვადის ერთხელ განახლების უფლებით.

6.საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა რეგულირდება ამ კანონითა და საჯარო დაწესებულების წესდებით.

7.საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელობს საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევენ საკონსულტაციო საბჭოს წევრები ხმათა უმრავლესობით, 2 წლის ვადით. საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და ხელმძღვანელობს საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრებს.

8.საკონსულტაციო საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 4-ჯერ.

9.საკონსულტაციო საბჭო უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს სულ მცირე 4 წევრის მონაწილეობით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე.

10.საკონსულტაციო საბჭო: ა) განიხილავს მომსახურებას, სასწავლო გეგმის წლიურ განრიგს და სასწავლო მასალების ჩამონათვალს და იძლევა შესაბამის რეკომენდაციებს; ბ) განიხილავს საჯარო დაწესებულების ფინანსურ ხარჯებს და ქონების აქტივების მართვის საკითხებს და საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციას შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს; გ) წესდების შესაბამისად განიხილავს ბავშვთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების საჩივრებს და საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციას აძლევს რეკომენდაციებს პრობლემების აღმოსაფხვრელად; დ) მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ან/და მის მიერ დაფუძნებულ შესაბამის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ყოველკვარტალურად წარუდგენს რეკომენდაციებს. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1261 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საჯარო დაწესებულება საზოგადოებრივ საწყისებზე ქმნის  საკონსულტაციო საბჭოს. 2. საკონსულტაციო საბჭოს ჰყავს 7 წევრი: ა) 5 მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი; ბ) 2 აღმზრდელ-პედაგოგი. 3. საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობისათვის შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ექსპერტი/სპეციალისტი. 4. საჯარო დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრებს ხმის უფლების გარეშე დაესწროს. 5. საკონსულტაციო საბჭოს ირჩევს მშობელთა საერთო კრება 1 წლის ვადით, ამ ვადის ერთხელ განახლების უფლებით. 6. საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობა რეგულირდება ამ კანონითა და საჯარო დაწესებულების წესდებით. 7. საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელობს საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევენ საკონსულტაციო საბჭოს წევრები ხმათა უმრავლესობით, 2 წლის ვადით. საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და ხელმძღვანელობს საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრებს. 8. საკონსულტაციო საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 4-ჯერ. 9. საკონსულტაციო საბჭო უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს სულ მცირე 4 წევრის მონაწილეობით, ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე. 10. საკონსულტაციო საბჭო: ა) განიხილავს მომსახურებას, სასწავლო გეგმის წლიურ განრიგს და სასწავლო მასალების ჩამონათვალს და იძლევა შესაბამის რეკომენდაციებს; ბ) განიხილავს საჯარო დაწესებულების ფინანსურ ხარჯებს და ქონების აქტივების მართვის საკითხებს და საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციას შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს; გ) წესდების შესაბამისად განიხილავს ბავშვთა მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების საჩივრებს და საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციას აძლევს რეკომენდაციებს პრობლემების აღმოსაფხვრელად; დ) მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს ან/და მის მიერ დაფუძნებულ შესაბამის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ყოველკვარტალურად წარუდგენს რეკომენდაციებს. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1261 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 მაი. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 29 ივლ. 2017
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 17შემდეგი მუხლი 18¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №18

  • 1 ცვლილება · ბოლო 29 ივლ. 2017
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 49საკონსულტაციო საბჭო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 47საკონსულტაციო საბჭო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 37საკონსულტაციო საბჭო
  • 57³უმაღლესი საბჭოს საკონსულტაციო საბჭო

ზოგადი განათლების შესახებ

  • 37სამეურვეო საბჭო
  • 45პედაგოგიური საბჭო
  • 39სამეურვეო საბჭოს არჩევის წესი

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 66³სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი და უფლებამოსილება
  • 66⁵დამოუკიდებელი საბჭოს სხდომა

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 14¹საქსტატის მრჩეველთა საბჭო

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 17საქსტატის მრჩეველთა საბჭო და მისი ფუნქციები

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 149სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37453966³66⁵14¹3757³14947174918
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …ზოგადი განათლების შესა…საერთო სასამართლოების …ოფიციალური სტატისტიკის…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026