ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 150. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები და უფლებამოსილების ვადა

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები, გარდა ამ კანონის 152-ე მუხლის საფუძველზე გაუქმებული მუნიციპალიტეტებისა, იმართება 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებულ მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში, აგრეთვე ამ კანონის 151-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თვითმმართველ ქალაქებსა და 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილ ახალ მუნიციპალიტეტებში.

2.2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნებისას ამ კანონის შესაბამისად აირჩევიან მუნიციპალიტეტების საკრებულოები და გამგებლები/მერები.

3.2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები იმართება 2017 წლის ოქტომბერში. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგ არჩევნებს არჩევნებამდე 60 დღით ადრე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით. 2014 წელს არჩეულ საკრებულოს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2017 წლის საკრებულოს მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული შესაბამისი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობისთანავე. 2014 წელს არჩეულ გამგებელს/მერს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2017 წლის მერის მორიგი არჩევნების შედეგად არჩეული შესაბამისი მერის უფლებამოსილების დაწყებისთანავე. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №29 · ძალაშია 26 ოქტ. 2017-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
74767515115215314249472241391621418150
მითითებამნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…საქართველოს სივრცის და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №81 · ბოლოს შემოწმდა