Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიმუხლი 91

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 91. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად არაუგვიანეს 15 ნოემბრისა მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად.

2.მუნიციპალიტეტის საკრებულო ბიუჯეტის პროექტს მისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში აქვეყნებს საჯარო განხილვისთვის.

3.მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯაროდ განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ.

4.შენიშვნების არსებობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულო არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით უბრუნებს მუნიციპალიტეტის მერს.

5.ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებულ ვარიანტს არაუგვიანეს 10 დეკემბრისა მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს.

6.მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განხილვისას ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით.

7.თუ მუნიციპალიტეტის საკრებულომ არ დაამტკიცა მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი ან მერის მიერ საკრებულოს შენიშვნების გაუზიარებლობის შემთხვევაში − ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი რედაქცია, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედით დაამტკიცოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მიერ ინიციირებული ბიუჯეტის პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ საკრებულოს მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მერისათვის გაგზავნილი შენიშვნები ან მათი ნაწილი.

8.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დასაგეგმი წლის დაწყებამდე დაუმტკიცებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია თითოეულ პრიორიტეტზე ყოველთვიურად გასცეს თანხა არაუმეტეს გასული საბიუჯეტო წლის ასიგნებების ერთი მეთორმეტედისა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში დაუმტკიცებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ კანონით დადგენილი წესით ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება.

9.წლიური ბიუჯეტი ქვეყნდება და ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის ორგანული კანონი №2436 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.

წინა მუხლი 90შემდეგი მუხლი 92

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-27 · №81

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 89მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
  • 88მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა
  • 26მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის წესი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 78მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება
  • 77მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის წარდგენა
  • 88მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 139სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვა
  • 143პარლამენტის ბიუჯეტის ფორმირება
  • 135სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენა და მისი ხელმისაწვდომობა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 100რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 122რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება

საქართველოს კონსტიტუცია

  • 66სახელმწიფო ბიუჯეტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6678778810089882612213914313591
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს პარლამენტი…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 27 მაი. 2026