Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 143

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 143. პარლამენტის ბიუჯეტის ფორმირება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენას უზრუნველყოფს პარლამენტი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, არაუგვიანეს 15 ივნისისა.

2.პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირება ხდება პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების, ფრაქციების, ხაზინადართა საბჭოს და პარლამენტის აპარატის წინადადებების საფუძველზე. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტი არაუგვიანეს 1 მაისისა წარედგინება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ბიუჯეტის პროექტს არაუგვიანეს 1 ივნისისა განსახილველად წარადგენს პარლამენტის აპარატის უფროსი. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტში პარლამენტისთვის (პროგრამული კლასიფიკაციის კოდი – 01 01) გათვალისწინებული დაფინანსების მოცულობის შემცირება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ამ პროექტის დარიგება სავალდებულოა. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტი უნდა ასახავდეს საბიუჯეტო კლასიფიკაციის ძირითადი ჯგუფების მიხედვით ბიუჯეტის ხარჯების ფინანსური ოპერაციებისა და არაფინანსური აქტივების შესახებ ინფორმაციას.

3.სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისთვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლების შესაბამის მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პარლამენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების/გადანაწილების თაობაზე. თუ საბიუჯეტო სახსრების მოცულობა არ აღემატება პარლამენტისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების 15%-ს, სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების/გადანაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო სხვა შემთხვევაში – პარლამენტი დადგენილებით.

4.შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარდგინებისა და პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე იღებს პარლამენტის თავმჯდომარე.

5.პარლამენტში საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში შეიძლება შეიქმნას სპეციალური ფონდი, რომელშიც აისახება ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტის წევრის ხელფასიდან დაკავებული თანხა. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ამ ფონდის სასარგებლოდ უარი განაცხადოს ხელფასზე. აღნიშნულ ფონდში ასახული თანხების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წინადადების საფუძველზე. მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე აწვდის პარლამენტის ბიუროს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენას უზრუნველყოფს პარლამენტი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, არაუგვიანეს 15 ივნისისა. 2. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირებას საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის ფორმირება ხდება პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების, ფრაქციების, ხაზინადართა საბჭოს და პარლამენტის აპარატის წინადადებების საფუძველზე. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტი არაუგვიანეს 1 მაისისა წარედგინება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ბიუჯეტის პროექტს არაუგვიანეს 1 ივნისისა განსახილველად წარადგენს პარლამენტის აპარატის უფროსი. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტში პარლამენტისთვის (პროგრამული კლასიფიკაციის კოდი – 01 01) გათვალისწინებული დაფინანსების მოცულობის შემცირება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ამ პროექტის დარიგება სავალდებულოა. პარლამენტის ბიუჯეტის პროექტი უნდა ასახავდეს საბიუჯეტო კლასიფიკაციის ძირითადი ჯგუფების მიხედვით ბიუჯეტის ხარჯების ფინანსური ოპერაციებისა და არაფინანსური აქტივების შესახებ ინფორმაციას. 3. სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისთვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობის შემცირება წინა და მიმდინარე წლების შესაბამის მოცულობასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით. პარლამენტი თავად იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების/გადანაწილების თაობაზე. თუ საბიუჯეტო სახსრების მოცულობა არ აღემატება პარლამენტისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების 15%-ს, სახელმწიფო ბიუჯეტში პარლამენტისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების/გადანაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე, ხოლო სხვა შემთხვევაში – პარლამენტი დადგენილებით. 4. შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის წარდგინებისა და პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე იღებს პარლამენტის თავმჯდომარე. 5. პარლამენტში საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში შეიძლება შეიქმნას სპეციალური ფონდი, რომელშიც აისახება ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარლამენტის წევრის ხელფასიდან დაკავებული თანხა. პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ამ ფონდის სასარგებლოდ უარი განაცხადოს ხელფასზე. აღნიშნულ ფონდში ასახული თანხების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წინადადების საფუძველზე. მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე აწვდის პარლამენტის ბიუროს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 142შემდეგი მუხლი 144

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 145ცესკოს ბიუჯეტის ფორმირება
  • 135სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენა და მისი ხელმისაწვდომობა
  • 144სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის ფორმირება

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 39სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება
  • 38სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა
  • 41საქართველოს პარლამენტი და სახელმწოფო აუდიტის სამსახური

საქართველოს კონსტიტუცია

  • 66სახელმწიფო ბიუჯეტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 138უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის ფორმირება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 105უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის ფორმირება
  • 100რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის მიღება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 28რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენა

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 91მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
663938411051009113828145135144143
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს კონსტიტუცი…აჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026