Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს საბიუჯეტო კოდექსიმუხლი 77

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

მუხლი 77. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის წარდგენა

რედაქცია №69 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566¹6²788¹9101112

1.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტის ორგანოებს მიმდინარე წლის 15 ივლისამდე აცნობებს დასაგეგმი საბიუჯეტო წლის ძირითად საბიუჯეტო პარამეტრებს.

2.საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით საფინანსო ორგანო გაიანგარიშებს შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლებს და იწყებს შესაბამის პროცედურებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად.

3.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად შესაბამისი საფინანსო ორგანო საბიუჯეტო ორგანიზაციებს უგზავნის საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს ასიგნებებისა და მომუშავეთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით.

4.საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას : ა ) გასული , მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის : ა . ა ) პროგრამებისათვის / ქვეპროგრამებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის ( გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა ) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით ; ა . ბ ) ასიგნებების გაანგარიშებას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით ; ა . გ ) საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საპროგნოზო დასაქმებულთა რიცხოვნობას ; ა . დ ) ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ ( ასეთის არსებობის შემთხვევაში ) ; ა.ე) ინფორმაციას ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 .გ“ და „ბ 2 .გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ; ბ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელ პროგრამებს/ქვეპროგრამებს, მათ დაფინანსებას, აღწერას, მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს და მათი შესრულების შეფასების ინდიკატორებს; გ) ინფორმაციას საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.

5.საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ამ მუხლის მე -3 ნაწილით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით ( ასეთის არსებობის შემთხვევაში ) საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ საბიუჯეტო განაცხადით გათვალისწინებული ფორმით .

6.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა აცნობებს მუნიციპალიტეტის ორგანოებს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით შესაბამისი ბიუჯეტისთვის გადასაცემი ფინანსური დახმარებისა და გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლებს.

6¹.დაუშვებელია მუნიციპალიტეტის მიერ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების დაგეგმვა მისთვის ამ მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე მიწოდებულ საპროგნოზო მაჩვენებლებზე მეტი ოდენობით.

6².ამ მუხლის 6 1 ნაწილის საფუძველზე დაგეგმილი საგადასახადო შემოსავლების გეგმის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

7.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს თანდართულ მასალებთან ერთად არაუგვიანეს 15 ნოემბრისა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი განსახილველად წარუდგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს.

8.ბიუჯეტის პროექტთან ერთად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს − საკრებულოს წარედგინება მისი შესაბამისი მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი.

8¹.ბიუჯეტის პროექტს მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო ამზადებს საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

9.ბიუჯეტის პროექტი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას : ა ) ბიუჯეტის ბალანსს საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით ; ბ ) ბიუჯეტის შემოსულობებს , ნაშთის ცვლილებას და თითოეული პროგრამისათვის / ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგი მუხლების მიხედვით : ბ . ა ) ხარჯები , მათ შორის , შრომის ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი ასიგნებები ; ბ . ბ ) არაფინანსური აქტივების ზრდა ; ბ . გ ) ფინანსური აქტივების ზრდა ; ბ . დ ) ვალდებულებების კლება ; გ ) ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობას ხარჯების და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით ; დ ) ბიუჯეტის პროფიციტის ან დეფიციტის მოცულობას ; ე ) ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით ; ვ ) სარეზერვო ფონდის მოცულობას ; ზ ) დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებს ; თ ) პრიორიტეტებს , რომელთა ფარგლებშიც საბიუჯეტო ორგანიზაციები ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებენ პროგრამებს / ქვეპროგრამებს , მათ აღწერას და მიზნებს .

10.ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები მოიცავს : ა ) ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათს ; ბ ) მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების მოკლე მიმოხილვას; გ) ინფორმაციას ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 .გ“ და „ბ 2 .გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, ამ წყაროებიდან გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ; გ 1 ) ინფორმაცია ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 3 .გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების შესახებ; დ ) ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების / ქვეპროგრამების , მათი მოსალოდნელი შედეგებისა და შესრულების შეფასების ინდიკატორების შესახებ დამატებით ინფორმაციას; ე) ინფორმაცია ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული და შეფასებული იმ საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, რომელთა დასაწყებად ასიგნებები გათვალისწინებულია დასაგეგმი წლის ბიუჯეტში ან/და დასაგეგმისშემდგომი სამი წლის ფისკალურ მაჩვენებლებში. აღნიშნული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს საინვესტიციო/კაპიტალური პროექტის აღწერას, ღირებულებას, განხორციელების ვადებსა და მოსალოდნელ შედეგებს.

11.ამ მუხლის მე -9 ნაწილში მოცემული ინფორმაცია , გარდა იმავე ნაწილის „ თ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა , წარდგენილი უნდა იყოს გასული , მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის .

12.ამ მუხლის მე -9 ნაწილის „ თ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის . საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5172 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 20 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1959 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №98 - ვებგვერდი, 23.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1267 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.

წინა მუხლი 76შემდეგი მუხლი 78

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №69

4
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 6მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 116მუხლი 78მუხლი 82მუხლი 114⁵

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 75მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესის კოორდინირება
  • 78მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება
  • 36საბიუჯეტო განაცხადების წარდგენა

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 91მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება
  • 89მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
  • 153კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 20ფინანსური დახმარების განაცხადის მომზადებისა და   წარდგენის ვადები
  • 26საბიუჯეტო განაცხადის განხილვა და  რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადება
  • 25მხარჯავი დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო  განაცხადების წარდგენა

საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ

  • 25საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენა და განხილვა
  • 15ბიუჯეტის პროექტის შედგენა , განხილვა და დამტკიცება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 136სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის დაწყება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
786911682114⁵753625918915320262577
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …ადგილობრივი თვითმმართვ…აჭარის ავტონომიური რეს…საბიუჯეტო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026