საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 139. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი განიხილება ამ რეგლამენტის 136-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი საქართველოს მთავრობისგან მიღებისთანავე ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამ პროექტის მიღებიდან 2 დღის ვადაში პარლამენტის ბიურო განიხილავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის გრაფიკს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს.

3.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის გრაფიკით განისაზღვრება ბიუჯეტის პროექტის განმხილველი საპარლამენტო სუბიექტების მიერ ბიუჯეტის პროექტის განხილვისა და დასკვნების წარმოდგენის ვადები,აგრეთვე ბიუჯეტის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისა და მიღების საორიენტაციო ვადები.

4.საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში პარლამენტის თავმჯდომარე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას უგზავნის საქართველოს მთავრობას.

5.საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ) განსახილველად წარუდგენს პარლამენტს დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. აღნიშნულ პროექტს უნდა ერთოდეს წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ ინფორმაცია, რომელშიც მითითებულია თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობა.

6.სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტისთვის წარდგენისთანავე ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე და 1 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი განიხილება ამ რეგლამენტის 136-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტი საქართველოს მთავრობისგან მიღებისთანავე ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამ პროექტის მიღებიდან 2 დღის ვადაში პარლამენტის ბიურო განიხილავს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის გრაფიკს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს. 3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვის გრაფიკით განისაზღვრება ბიუჯეტის პროექტის განმხილველი საპარლამენტო სუბიექტების მიერ ბიუჯეტის პროექტის განხილვისა და დასკვნების წარმოდგენის ვადები,აგრეთვე ბიუჯეტის პროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისა და მიღების საორიენტაციო ვადები. 4. საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენიდან 10 დღის ვადაში პარლამენტის თავმჯდომარე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას უგზავნის საქართველოს მთავრობას. 5. საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს (რომლის თითოეული გვერდი ვიზირებულია მისი მომზადებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ) განსახილველად წარუდგენს პარლამენტს დასკვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. აღნიშნულ პროექტს უნდა ერთოდეს წარდგენილი წინადადებებისა და შენიშვნების შესახებ ინფორმაცია, რომელშიც მითითებულია თითოეული მათგანის გათვალისწინების მდგომარეობა. 6. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი პარლამენტისთვის წარდგენისთანავე ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე და 1 დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 25 ივნ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
66394040¹101102123124120136140138139
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს პარლამენტი…საქართველოს საბიუჯეტო …აფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს კონსტიტუცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა