ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

მუხლი 98. სპეციალური ტრანსფერი

რედაქცია №81 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად. სპეციალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება. მუნიციპალიტეტმა ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.

3.სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურით.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წინადადება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ შესაძლებელია წარედგინოს სხვა მუნიციპალიტეტს.

5.სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი არასაკმარისია. საქართველოს 2014 წლის 30 ივლისის ორგანული კანონი №2587 - ვებგვერდი, 11.08.2014წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის ორგანული კანონი №2936 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6853 – ვებგვერდი, 28.07.2020წ .

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №52 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
79¹79²70969497431992223211798
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს 2026 წლის …სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №81 · ბოლოს შემოწმდა