Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებმუხლი 17

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

მუხლი 17. ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერები

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი ტრანსფერები განისაზღვროს 742,000.0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) სპეციალური ტრანსფერი: ა.ა) ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი სპეციალური ტრანსფერი განისაზღვროს 735,500.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების დასახელება სპეციალური ტრანსფერი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა 22,000.0 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი 630,000.0 აჟარის მუნიციპალიტეტი 2,050.0 ქურთის მუნიციპალიტეტი 3,700.0 ერედვის მუნიციპალიტეტი 3,550.0 თიღვის მუნიციპალიტეტი 3,150.0 ახალგორის მუნიციპალიტეტი 5,150.0 სხვადასხვა მუნიციპალიტეტი 65,900.0 სულ 735,500.0 ა.ბ) სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელშეწყობის მიზნით ამ მუხლის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხვადასხვა მუნიციპალიტეტისათვის სპეციალური ტრანსფერის სახით განსაზღვრული 65,900.0 ათასი ლარის განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად; ბ) მიზნობრივი ტრანსფერი: ბ.ა) დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტებისათვის გადასაცემი მიზნობრივი ტრანსფერი განისაზღვროს 6,500.0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად; ბ.ბ) დელეგირებულ უფლებამოსილებებს განეკუთვნება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“, „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონებით, ბავშვის უფლებათა კოდექსით და სხვა საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილებებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსება; ბ.გ) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან მუნიციპალიტეტებისათვის შესაბამისი თანხის გამოყოფა; ბ.დ) ამ მუხლის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილებების გარდა, 2026 წელს შესაძლებელია განხორციელდეს: ბ.დ.ა) საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში: ბ.დ.ა.ა) მუნიციპალიტეტებისათვის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის უფლებამოსილების დელეგირება პროგრამიდან „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა“ (პროგრამული კოდი − 35 02); ბ.დ.ა.ბ) მუნიციპალიტეტებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის უფლებამოსილების დელეგირება პროგრამიდან „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება“ (პროგრამული კოდი − 35 03); ბ.დ.ა.გ) მუნიციპალიტეტებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოვლა-პატრონობის უფლებამოსილების დელეგირება პროგრამიდან „საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის სისტემის განვითარება“ (პროგრამული კოდი − 35 04); ბ.დ.ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების (27 02 03 − სოციალური რეაბილიტაცია და ბავშვზე ზრუნვა) ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის უფლებამოსილების დელეგირება; ბ.ე) ამ მუხლის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო თანხის გამოყოფის მიზნით მუნიციპალიტეტმა უნდა მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 18

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-19

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

  • 20საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდები

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 98სპეციალური ტრანსფერი
  • 96კაპიტალური ტრანსფერი
  • 97მიზნობრივი ტრანსფერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ

  • 18გრანტები
  • 15აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფონდები

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 79¹სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის წესი
  • 79მიზნობრივი ტრანსფერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინება
  • 79²კაპიტალური ტრანსფერის გამოყოფის წესი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

  • 22სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის წესი
  • 21მიზნობრივი ტრანსფერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინება და გამოყენება

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

  • 4აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გრანტები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
79¹7979²9896974222120181517
მნიშვნელობით ახლოსადგილობრივი თვითმმართვ…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საბიუჯეტო …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს 2026 წლის …აფხაზეთის ავტონომიური …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 19 დეკ. 2025