აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ

მუხლი 21. მიზნობრივი ტრანსფერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინება და გამოყენება

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 16 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.არაუგვიანეს 5 ნოემბრისა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავტონომიური რესპუბლიკის  ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებს აცნობებს დელეგირებული უფლებამოსილებების სახეებს, ღონისძიებებს, მომსახურების მოცულობებს და მიზნობრივი ტრანსფერის ძირითად პარამეტრებს.

2.საქართველოს და ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო აქტების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ განსაზღვრული პარამეტრების გათვალისწინებით, ამზადებს მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების პროგრამების გაანგარიშებებს, მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობას და წარუდგენს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს.

3.ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოებს შორის მზადდება ხელშეკრულების პროექტი დელეგირებულ უფლებამოსილებათა გადაცემის თაობაზე.

4.რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსა და ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის (საჭიროების შემთხვევაში) ფორმდება უფლებამოსილებათა დელეგირების ხელშეკრულებები.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
880797710597171533829242021
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბიუჯეტო …ადგილობრივი თვითმმართვ…აჭარის ავტონომიური რეს…მობილიზაციის შესახებაფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა