საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

მუხლი 10. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პირს დევნილის სტატუსი შეუწყდება, თუ: ა) მას პირადი განცხადების საფუძველზე მოეხსნა დევნილის სტატუსი; ბ) მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე აღმოიფხვრა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზი; გ) მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; დ) მან, როგორც საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა, მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; ე) სასამართლომ იგი აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; ვ) ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში მან არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია; ზ) იგი გარდაიცვალა.

2.პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ: ა) სასამართლომ გააუქმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება; ბ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა; გ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით კვლავ მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება; დ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა.

3.პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო.

4.პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო.

5.პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე დავებს წყვეტს სასამართლო. ​საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2322 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 18

ყველა გადაწყვეტილება
  • დაუშვებლობა (T5)

    დევნილის სტატუსის ჩამორთმევის ბრძანების ბათილობა, სტატუსის აღდგენა და მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ ბრძანების ბათილობას, სტატუსის აღდგენასა და მიუღებელი შემწეობის ანაზღაურებას. მოპასუხე იყო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ცხოვრების გარემოებათა ერთობლიობით დგინდება, ხოლო ყალბი მონაცემებით სტატუსის მიღება მისი ჩამორთმევისთვის დადასტურებული უნდა იყოს. უკანონოდ ჩამორთმეული სტატუსის გამო მიუღებელი შემწეობა საერთო წესით ექვემდებარება ანაზღაურებას. სასამართლომ სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო და ძალაში დატოვა გადაწყვეტილება სტატუსის აღდგენისა და თვეში 45 ლარის ანაზღაურების შესახებ.

  • დაუშვებლობა (T5)

    დევნილის სტატუსის ჩამორთმევის ბრძანების ბათილად ცნობა და სტატუსის აღდგენის შესახებ აქტის გამოცემა

    დავა შეეხებოდა დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ ბრძანების ბათილობასა და სტატუსის აღდგენას. მოპასუხე იყო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დასადგენად მნიშვნელობა აქვს საცხოვრებლად არჩეულ ადგილზე ფაქტობრივ ცხოვრებას და არა მხოლოდ რეგისტრაციას. ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაძლია აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

  • დაუშვებლობა (T5)

    დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარისა და სტატუსის ჩამორთმევის აქტების ბათილად ცნობა და სტატუსის აღდგენა

    დავა ეხებოდა დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარისა და სტატუსის ჩამორთმევის ბრძანებების კანონიერებას და სტატუსის აღდგენის დავალებას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დასადგენად მნიშვნელოვანია პირის ნებასთან ერთად ფაქტობრივი ცხოვრება და საცხოვრებლის არსებობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაადასტურა ყალბი საბუთებით ან ინფორმაციით სტატუსის მოპოვება და ვერ გამორიცხა მოსარჩელის მუდმივი ცხოვრება ზემო აფხაზეთში. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა გადაწყვეტილება აქტების ბათილად ცნობისა და სტატუსის აღდგენის დავალების შესახებ.

  • დაუშვებლობა (T5)

    დევნილის სტატუსის ჩამორთმევის ბრძანების ბათილად ცნობა და სტატუსის აღდგენა

    დავა შეეხებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბრძანებას, რომლითაც მოსარჩელეს დევნილის სტატუსი ჩამოერთვა, და სტატუსის აღდგენას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დასადგენად საჭიროა საცხოვრებლად ადგილის არჩევის ნების და იქ ფაქტობრივი ცხოვრების შეფასება. ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაამტკიცა, რომ მოსარჩელე და მისი შვილი ომამდე აფხაზეთში არ ცხოვრობდნენ; მხოლოდ ზუგდიდში მუშაობა საწინააღმდეგოს არ ადასტურებდა. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა გადაწყვეტილება ბრძანების ბათილად ცნობისა და სტატუსის აღდგენის დავალების შესახებ.

  • დაუშვებლობა (T5)

    დევნილის სტატუსის ჩამორთმევის აქტების ბათილობა, სტატუსის აღდგენა და მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება

    დავა ეხებოდა სამი მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის ჩამორთმევის ბრძანებების ბათილობას, სტატუსის აღდგენასა და მიუღებელი შემწეობის ანაზღაურებას. მოპასუხე იყო დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ვერ დაამტკიცა სტატუსის ყალბი საბუთებით ან ინფორმაციით მოპოვება და რომ სტატუსის შეჩერებისას შემწეობის ანაზღაურების ერთწლიანი შეზღუდვა ამ საქმეზე არ ვრცელდებოდა. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და უცვლელად დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება სტატუსის აღდგენისა და ყოველთვიურად 135 ლარის ოდენობით მიუღებელი შემწეობის ანაზღაურების შესახებ.

  • დაუშვებლობა (T5)

    დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და სტატუსის აღდგენის თაობაზე აქტის გამოცემა

    დავა შეეხებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბრძანებას დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ და სტატუსის აღდგენის მოთხოვნას. უზენაესმა სასამართლომ მიუთითა, რომ სტატუსის განსაზღვრისთვის მნიშვნელოვანია კონკრეტულ ადგილას მუდმივი ცხოვრების ფაქტის დადგენა, ხოლო დოკუმენტების სიყალბე კანონით დადგენილი წესით უნდა დასტურდებოდეს. სასამართლომ სააგენტოს უფლებამონაცვლის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. ძალაში დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც ბრძანება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად გაუქმდა და სააგენტოს გარემოებების გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირს დევნილის სტატუსი შეუწყდება, თუ: ა) მას პირადი განცხადების საფუძველზე მოეხსნა დევნილის სტატუსი; ბ) მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე აღმოიფხვრა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზი; გ) მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა; დ) მან, როგორც საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა, მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; ე) სასამართლომ იგი აღიარა უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად; ვ) ამ კანონის საფუძველზე სამინისტროს მიერ წინასწარ გამოცხადებულ ვადაში მან არ გაიარა დევნილთა რეგისტრაცია; ზ) იგი გარდაიცვალა. 2. პირს დევნილის სტატუსი აღუდგება, თუ: ა) სასამართლომ გააუქმა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება; ბ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა; გ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით კვლავ მოითხოვა დევნილის სტატუსის მინიჭება; დ) მას დევნილის სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და პირადი განცხადებით მოითხოვა დევნილის სტატუსის აღდგენა. 3. პირს დევნილის სტატუსი ჩამოერთმევა, თუ მან ეს სტატუსი ყალბი საბუთებისა და ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე მიიღო. 4. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო. 5. პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე დავებს წყვეტს სასამართლო. ​საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2322 - ვებგვერდი, 13.05.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 10 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 13 მაი. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში ამოღებულია კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტზე მითითება და სიტყვები „/ აღუდგა“; ქვეპუნქტი ახლა ეხება მხოლოდ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონით მოქალაქეობის მინიჭებას.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
101910681123182060611710
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ოკუპირებულ…საერთაშორისო დაცვის შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეთა…უცხოეთში მცხოვრები თან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა