საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

მუხლი 8. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების წესი

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს.

2.დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის  ვადაში.

3.პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისთანავე ივსება ანკეტა და გაიცემა დევნილის მოწმობა. დევნილის მოწმობისა და ანკეტის ფორმებს ადგენს სამინისტრო.

4.დევნილის მოწმობა ძალაშია პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად.

5.სამინისტროს უარი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6.ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო მოსახლეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილებისას დევნილის სტატუსის მინიჭება ხდება დაუყოვნებლივ (Prima Facie), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

7.პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. ​საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 26.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3071 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 3

ყველა გადაწყვეტილება
  • არსებითი გადაწყვეტილება (T1)

    დევნილთა გამოსახლება და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა

    თბილისის მერიამ მოითხოვა დევნილთა გამოსახლება მშენებარე კორპუსიდან, ხოლო დევნილებმა შეგებებული სარჩელით მოითხოვეს დაკავებული ფართის გამოყოფა და შემდგომ დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ვინდიკაციური სარჩელი მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ შეგებებულ სარჩელთან ერთად ადმინისტრაციული წესით სწორად განიხილეს. გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. შეგებებული სარჩელის ნაწილში საქმე სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდა, რადგან მას დროებითი საცხოვრებლის მოთხოვნის ხასიათსა და დასაშვებობაზე არ უმსჯელია.

  • დაუშვებლობა (T5)

    დევნილის სტატუსზე უარის ბრძანების ბათილად ცნობა და სტატუსის მინიჭების შესახებ აქტის გამოცემა

    დავა შეეხებოდა სააგენტოს უარს ორი არასრულწლოვნისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ არასრულწლოვნისთვის სტატუსის მისანიჭებლად მშობლის მოქმედი სტატუსი აუცილებელი არ არის, თუ მას სტატუსი ადრე ჰქონდა და რეგისტრაციის გაუვლელობის გამო შეუწყდა. სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული. უცვლელი დარჩა სააპელაციო გადაწყვეტილება, რომლითაც უარის ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და სააგენტოს სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

  • დაუშვებლობა (T5)

    დევნილის სტატუსზე უკანონო უარის გამო მიუღებელი შემწეობის ანაზღაურება

    დავა შეეხებოდა დევნილის სტატუსზე უკანონო უარის გამო მიუღებელი შემწეობის ანაზღაურებას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ უკანონო ბრძანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობები არსებობდა. თავდაპირველ სარჩელში შემწეობის მოთხოვნის არდაყენება ორგანოს პასუხისმგებლობას არ გამორიცხავს. საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და ძალაში დარჩა გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის 1350 ლარის ანაზღაურების შესახებ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს. 2. დევნილის სტატუსის მაძიებლისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამინისტრო განცხადების მიღებიდან ერთი თვის  ვადაში. 3. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისთანავე ივსება ანკეტა და გაიცემა დევნილის მოწმობა. დევნილის მოწმობისა და ანკეტის ფორმებს ადგენს სამინისტრო. 4. დევნილის მოწმობა ძალაშია პირადობის დამადასტურებელ საბუთთან ერთად. 5. სამინისტროს უარი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო მოსახლეობის მასობრივი და ექსტრემალური გადაადგილებისას დევნილის სტატუსის მინიჭება ხდება დაუყოვნებლივ (Prima Facie), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. 7. პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებისა და დევნილთა რეგისტრაციის პროცედურები განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. ​საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონი №2518 - ვებგვერდი, 26.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3071 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 3 აპრ. 2025-დან

ტექსტი იტვირთება…

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 13 მაი. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-8 მუხლის პირველ პუნქტში განცხადების წარდგენა დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესთან, ხოლო ადრესატად მითითებულია მხოლოდ სამინისტრო, ტერიტორიული ორგანოს გარეშე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
8453610453115608
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ოკუპირებულ…ყოფილი სსრკ-ის მიერ XX…დევნილთა საცხოვრებლით …ამნისტიის შესახებამნისტიის შესახებსაერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა