საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 61. დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის შეწყვეტის საფუძვლები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.პირს დამატებითი დაცვა ან დროებითი დაცვა შეუწყდება, თუ: ა) მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) მან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და სარგებლობს ამ ქვეყნის დაცვით; გ) იგი ნებაყოფლობით დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, რომელიც დატოვა ან რომლის ფარგლების გარეთაც იმყოფებოდა სერიოზული ზიანის გამო; დ) მას არ შეუძლია უარი თქვას წარმოშობის ქვეყნის დაცვაზე, რადგან გარემოებები, რომელთა გამოც მას დამატებითი დაცვა ან დროებითი დაცვა მიენიჭა, აღარ არსებობს; ე) მან ნებაყოფლობით ისარგებლა წარმოშობის ქვეყნის დაცვით; ვ) მან წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ ნებაყოფლობით კვლავ მოიპოვა მისი მოქალაქეობა; ზ) მას ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა; თ) მან სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართა; ი) მან გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლიდან 1 თვეა გასული; კ) იგი გარდაიცვალა.

2.დამატებითი დაცვის მქონე პირზე ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება, თუ, წარმოშობის ქვეყანაში მისთვის მიყენებული ადრინდელი სერიოზული ზიანის გათვალისწინებით, მას შეუძლია წარადგინოს ინფორმაცია ამ ქვეყნის დაცვით სარგებლობაზე უარის თქმის დასაბუთებული მიზეზის შესახებ.

3.პირისთვის მინიჭებული დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის შეწყვეტა, შესაბამისად, დამატებითი დაცვის მქონე პირზე გაცემული ბინადრობის მოწმობისა და სამგზავრო პასპორტისა და დროებითი დაცვის მქონე პირზე გაცემული დროებითი ბინადრობის მოწმობის გაუქმების საფუძველია.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 16 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
111010371060232146626860201961
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ოკუპირებულ…საქართველოს მოქალაქეებ…სახელმწიფო დაცვის სპეც…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეთა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა