Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს მოქალაქეობის შესახებმუხლი 12

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

მუხლი 12. სრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ოჯახის გაერთიანებამოქალაქეობა წარმოშობითნატურალიზაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹22¹345

1.სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 10  წლის განმავლობაში; ბ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; გ) დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ძირითადი საფუძვლები; დ) საქართველოში მუშაობს, ან/და საქართველოში აქვს უძრავი ქონება, ან საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, ან საქართველოს საწარმოში ფლობს წილს ან აქციებს.

1¹.საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან პირს საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით მიენიჭება, თუ იგი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსით კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ განცხადების წარდგენის დღემდე ბოლო 5 წლის განმავლობაში და აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებითა და ამ კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

2.(ამოღებულია - 20.03.2015, №3400).

2¹.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება მხარდაჭერის მიმღებისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნები არ ვრცელდება იმ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევა, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტების მოთხოვნებს.

4.ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ლტოლვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭებაზე.

5.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო ენისა და საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის ფარგლები დგინდება ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დებულებით. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის ორგანული  კანონი №3400 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის ორგანული კანონი №3627 – ვებგვერდი, 21.11.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №881 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 ოქტ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 აპრ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025

    მე-4 პუნქტში ფორმულირება „ლტოლვილის სტატუსის მქონე პირისათვის“ შეიცვალა „ლტოლვილისთვის“-ით; „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის გამონაკლისი ლტოლვილზე ვრცელდება.

  2. 1 მაი. 2024· გამოქვეყნდა 21 ნოე. 2023

    12 მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისთვის 5-წლიანი უწყვეტი ცხოვრების პირობით, ხოლო მე-3 პუნქტში „ფიზიკური ნაკლი“ შეიცვალა მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან/და სენსორული დარღვევით.

  3. 6 აგვ. 2018

    პირველ პუნქტში ცხოვრების ვადა 5 წლიდან 10 წლამდე გაიზარდა; დაემატა 2¹ პუნქტი მხარდაჭერის მიმღებისთვის; მე-3 პუნქტში გამონაკლისის საფუძველი ჯანმრთელობის მდგომარეობის ნაცვლად ფიზიკური ნაკლია.

  4. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015

    მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი, ქმედუუნარო პირისთვის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტების მოთხოვნების გამონაკლისი, ამოღებულია; მე-3 პუნქტში „ფიზიკური ნაკლი“ შეიცვალა „ჯანმრთელობის მდგომარეობით“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • არასრულწლოვანის ბინადრობის ნებართვასერვისის გვერდი
  • მოქალაქეობის მიღება ნატურალიზაციის გზითსერვისის გვერდი
  • მოქალაქეობის ტესტებისთვის მომზადება (სდა)სერვისის გვერდი
  • საქართველოს მოქალაქეობა წარმომავლობითსერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №12

  • 4 ცვლილება · ბოლო 7 ივლ. 2025
  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 6 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 28

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14მუხლი 2მუხლი 31¹მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 13არასრულწლოვანი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის  ჩვეულებრივი წესით მინიჭება
  • 18საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება
  • 14საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება

საქართველოს კონსტიტუცია

  • 32საქართველოს მოქალაქეობა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 22მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი
  • 23საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენაზე უარის თქმისა და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები
  • 27საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

  • 20²
  • 3
  • 16

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

  • 9საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება რეპატრიანტის სტატუსის საფუძველზე

საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ

  • 5საქართველოს მოქალაქის პასპორტი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
93220²316522231428231¹8131812
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეობ…საქართველოს კონსტიტუცი…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეთა…ყოფილი სსრკ-ის მიერ XX…საქართველოს მოქალაქეებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026