„სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით
მუხლი 4. მოსაკრებლის ობიექტები
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია: ა) სამორინეს მაგიდ ა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატ ი ; ბ) ( ამოღებულ ია – 09.12.2011, №5453) გ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი; დ) სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობები, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობები; ე) ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5453 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6056 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6490 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1193 – ვებგვერდი, 28.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2587 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.
