Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკალატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებმუხლი 11

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

მუხლი 11

რედაქცია №48 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:აზარტული თამაშებიბიზნეს და ეკონომიკური საქმიანობის დანაშაულები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415161718192021222324252627

1.ნებართვის გაცემას ექვემდებარება: ა) წამახალისებელი გათამაშების მოწყობა; ბ) სამორინის მოწყობა; გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზება; გ 1 ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება; დ) ტოტალიზატორის მოწყობა; ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზება; ე 1 ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება; ვ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობა; ზ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზება; ზ 1 ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზება; თ) ლოტოს მოწყობა; ი) ბინგოს მოწყობა; კ) აზარტული კლუბის მოწყობა; ლ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა გაიცემა მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეზე.

3.ლატარია და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამაშობა შეიძლება გაიმართოს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მხოლოდ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.

4.სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა შეიძლება გაიცეს როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე, ისე მის გარეშე. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების თითოეული ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება.

5.სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა შეიძლება გაიცეს როგორც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის საფუძველზე, ისე მის გარეშე. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების თითოეული ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება.

6.სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მფლობელზე. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა გაიცემა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე. ამასთანავე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების თითოეული ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება.

7.აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სამორინის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელზე. აზარტული კლუბი უნდა მოეწყოს სამორინის დარბაზისგან ან/და სათამაშო აპარატების სალონისგან დამოუკიდებლად, ცალკე ობიექტად.

8.აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზება/თამაში ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტში.

9.აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობისთვის განკუთვნილ ობიექტში სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობაში მონაწილეობისთვის კომპიუტერის ან/და სხვა, მსგავსი ელექტრონული მოწყობილობის განთავსება.

10.ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტისას/შეჩერებისას ამ ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვით საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მიმდინარე კვარტალის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა. ყოველ მომდევნო კვარტალში სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ფიზიკურად მოწყობილი ობიექტის ფუნქციონირების არანაკლებ 30 დღით განახლების შემთხვევაში.

11.თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაცემულია სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სამორინის მოწყობის ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტისას/შეჩერებისას ამ ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვით საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მიმდინარე კვარტალის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა. ყოველ მომდევნო კვარტალში სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ფიზიკურად მოწყობილი ობიექტის ფუნქციონირების არანაკლებ 30 დღით განახლების შემთხვევაში.

12.თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაცემულია სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტისას/შეჩერებისას ამ ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვით საქმიანობის განხორციელება დაშვებულია მიმდინარე კვარტალის განმავლობაში, მაგრამ არაუმეტეს 60 კალენდარული დღისა. ყოველ მომდევნო კვარტალში სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ფიზიკურად მოწყობილი ობიექტის ფუნქციონირების არანაკლებ 30 დღით განახლების შემთხვევაში.

13.ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა.

14.თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაცემულია სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სამორინის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა.

15.თუ სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა გაცემულია სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის გაუქმების შემთხვევაში უქმდება აღნიშნული ნებართვის საფუძველზე მიღებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა.

16.საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ან/და საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, შემოიღოს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების სანებართვო საქმიანობის განსხვავებული წესი.

17.სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვით გათვალისწინებული საქმიანობის შეწყვეტის/შეჩერების ან/და ამ ნებართვის გაუქმების შემთხვევაში მოთამაშის ანგარიშზე განთავსებული თანხის განკარგვის წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

18.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნებართვები გაიცემა: ა) სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა, აგრეთვე სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა − 5 წლის ვადით, ხოლო სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვა და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა − იმ ნებართვის მოქმედების დარჩენილი ვადით, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აღნიშნული ნებართვა; ბ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა − 1 წლის ვადით; გ) ლოტოს, ბინგოს მოწყობის ნებართვა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა − 5 წლის ვადით.

19.სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა გაიცემა თითოეული ობიექტის ფუნქციონირებისთვის. ამასთანავე, აზარტული თამაშობები და მომგებიანი თამაშობები ერთმანეთისგან გამიჯნულად უნდა განხორციელდეს.

20.დაუშვებელია სამორინის, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის ან/და ტოტალიზატორის მისამართის შეცვლა უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანით, თუ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით ახალი მისამართისთვის სანებართვო მოსაკრებლის სხვა განაკვეთია დადგენილი. აღნიშნულ შემთხვევაში სამორინის, სათამაშო აპარატების სალონის, აზარტული კლუბის ან/და ტოტალიზატორის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახალი ნებართვა უნდა გაიცეს.

21.შესაძლებელია ლოტოს და ბინგოს ობიექტების ადგილმდებარეობის შეცვლა უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანით.

22.სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების შემთხვევაში ინტერნეტმისამართის შეცვლა ან/და ობიექტის ადგილმდებარეობის (მართვის ადგილის) შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ უწყებრივ სანებართვო რეესტრში ცვლილებების შეტანით.

23.აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვა (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვისა), სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვა აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში არ გაიცემა.

24.აკრძალულია ამ მუხლით გათვალისწინებული ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა.

25.აკრძალულია სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის იმ პირზე გაცემა, რომლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე არის მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის, მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის, ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს.

26.აკრძალულია სამორინის, ტოტალიზატორის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვის, ლოტოს, ბინგოს, აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე იყოს მსჯავრდებული ან ნასამართლევი განზრახი ეკონომიკური დანაშაულისთვის, მათ შორის, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულისთვის, ან განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის და მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდეს.

27.დაუშვებელია, აზარტულ თამაშობაში მონაწილეობისას არსებობდეს ნივთობრივი მოგების მიღების შესაძლებლობა. საქართველოს 2006 წლის 1 დეკემბრის კანონი №3774  - სსმ I, №47  18.12.2006 წ., მუხ.311 საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3045 - სსმ I, №24, 10.05.2010 წ., მუხ.164 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4933 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5246 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6052 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6963 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4363 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1822 – ვებგვერდი, 03.07.2026წ. თავი I 1 . (ამოღებულია) საქართველოს 2009 წლის 15 დეკემბრის კანონი №2332 - სსმ I, №47, 28.12.2009 წ., მუხ.358 საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №48 · ძალაშია 3 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2024 – 1 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 28 ივლ. 2020 – 1 სექ. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 12

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 3 ივლ. 2026

    მე-17, მე-18 („ა“ ქვეპუნქტი), 22-ე, 23-ე, 25-ე და 26-ე პუნქტებში დაემატა სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის თამაშობების საერთაშორისო ორგანიზების ნებართვები, ამიტომ მათზე ვრცელდება ანგარიშზე არსებული თანხის, ვადის, რეესტრში ცვლილების, საგადასახადო დავალიანებისა და ნასამართლობის წესები; 22-ე პუნქტში „და“ შეიცვალა „ან/და“-თი.

  2. 1 დეკ. 2024· გამოქვეყნდა 11 ივლ. 2024
  3. 1 ივნ. 2024· გამოქვეყნდა 24 თებ. 2023
  4. 1 სექ. 2021· გამოქვეყნდა 2 ივლ. 2020
  5. 28 ივლ. 2020
  6. 1 მაი. 2012· გამოქვეყნდა 27 აპრ. 2012

    მე-11 მუხლში აზარტული კლუბის მოწყობა ჩაიწერა სანებართვო ობიექტად (პუნქტი 1), დაემატა მისი გაცემის პირობები (2³, 2⁴ პუნქტები), ვადა (პუნქტი 3), ობიექტზე მიბმა (პუნქტი 4) და მისამართის შეცვლის წესი (პუნქტი 5).

  7. 3 იან. 2012· გამოქვეყნდა 22 დეკ. 2011

    მე-11 მუხლში ძველი მე-3 პუნქტის ადგილას დაემატა 2¹ და 2² პუნქტები სისტემურ-ელექტრონული თამაშობისა და ტოტალიზატორის მოწყობის შესახებ, ცალკე ნებართვის გაცემის გარეშე; ასევე შეიცვალა საგადასახადო დავალიანების წესის ფორმულირება და ამოღებულია თავი I¹-ის სათაური.

  8. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2011

    11 მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომელიც ადგენს ნებართვის ვადას: წამახალისებელი გათამაშებისთვის 1 წელი, ხოლო სათამაშო აპარატების სალონის, სამორინეს, ტოტალიზატორის, ლოტოსა და ბინგოსთვის 5 წელი.

  9. 14 ივლ. 2011· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2011

    მე-3 პუნქტში სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ვადა 1 წლიდან 5 წლამდე გაიზარდა; დანარჩენი ნებართვები 1 წლის ვადით გაიცემა.

  10. 10 მაი. 2010

    მე-11 მუხლის მე-2 პუნქტში თამაშობების ჩატარების ფორმად დასახელდა სისტემურ-ელექტრონული ფორმა.

  11. 11 იან. 2010· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2009

    მე-11 მუხლს დაემატა მე-3–მე-8 პუნქტები ნებართვის 1-წლიანი ვადის, ობიექტის მიხედვით გაცემის, მისამართის შეცვლის, საგადასახადო დავალიანებისა და გადაცემის აკრძალვის შესახებ.

  12. 18 დეკ. 2006

    მე-2 პუნქტში დისტანციურად ჩატარებადი თამაშობების ჩამონათვალს დაემატა ლატარია; ეს კვლავ დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 10შემდეგი მუხლი 11¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • აზარტული თამაშების უკანონო მოწყობა (მუხლი 192)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კაზინოს ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • კაზინოს ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • კაზინოს ლიცენზირებასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №48

  • 12 ცვლილება · ბოლო 3 ივლ. 2026
  • 19 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

  • 24²
  • 28
  • 3

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 93 (დანართი 1)აზარტული ან / და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის , სისტემურ - ელექტრონული ფორმით აზარტული ან / და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან / და აზარტული ან / და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის გაცემა
  • 105¹ (დანართი 1)აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვისა და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი პირის რეორგანიზაციისას ნებართვის გადაცემა
  • 98 (დანართი 1)სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ნიშნები

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ

  • 4მოსაკრებლის ობიექტები
  • 3მოსაკრებლის გადამხდელი

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 34პასუხისმგებლობა სანებართვო პირობების დარღვევისათვის. ნებართვის გაუქმება

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულებების სისტემაში ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებებისათვის ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების გადაცემის წესის შესახებ

  • 5საქმიანობის ნუსხა, რომელზეც ნებართვის გაცემის უფლებამოსილება გადაეცემა ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის სამინისტროს ან უწყებას

სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ

  • 9სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებლის გადახდის წესი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 176²ინტერნეტით მომსახურების გაწევის ობიექტში (გარდა აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვით მოწყობილი ობიექტისა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების თამაში

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
94334176²24²28393 (დ…105¹ …98 (დ…511
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…ლატარიების, აზარტული დ…სათამაშო ბიზნესის მოსა…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს აღმასრულებ…სალიცენზიო და სანებართ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №48 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026