ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

მუხლი 22. კომისიის ანგარიში და რეკომენდაციები

რედაქცია №5კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კომისია საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს ანგარიშს ყოველ ექვს თვეში ერთხელ.

2.კომისიის ანგარიში უნდა მოიცავდეს კომისიის მიერ მოძიებული მასალების აღწერას, ასევე გაწეული საქმიანობისა და ფინანსურ ანგარიშს და კომისიისათვის დასახული მიზნების მისაღწევად რეკომენდაციებს საჭირო პოლიტიკური, ადმინისტრაციული თუ სხვა სახის ღონისძიებების შესახებ.

3.კომისია ვალდებულია საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტსა და მთავრობას წარუდგინოს ინფორმაცია სპეციალურ ან ზოგად საკითხებზე, თუ: ა) საკითხი შეიცავს საზოგადოებრივ ინტერესს; ბ) საკითხი მოითხოვს პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობის სასწრაფო რეაგირებას ან მათ ჩარევას; გ) არსებობს პრეზიდენტის, მთავრობის, პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნა.

4.საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტისა და მთავრობისათვის ანგარიშის ჩაბარების შემდეგ კომისიამ ეს ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს არსებულ ელექტრონულ ან/და ბეჭდვით მედიაში, ასევე უზრუნველყოს მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

5.ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ კომისია მონიტორინგს უწევს და ხელს უწყობს თავის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6493113137224427441754622
მნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომუნიკაცი…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს პარლამენტი…ენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს სახალხო და…მაუწყებლობის შესახებ