აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

მუხლი 44. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 30 აპრ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კომიტეტის თავმჯდომარე საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წერილობით ანგარიშს ყოველი წლის შედეგების მიხედვით.

2.ანგარიში წარედგინება უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს, რომელიც უგზავნის ანგარიშს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, აგრეთვე ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

3.კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის განხილვის საკითხი უმაღლესი საბჭოს ბიუროს შესაბამისი კომიტეტის ან ფრაქციის ან უმაღლესი საბჭოს ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე შეაქვს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. აღნიშნულის მოთხოვნის უფლება შესაბამის სუბიექტს აქვს ანგარიშის უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტისთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. სხვა შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს ბიურო ცნობად იღებს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს.

4.კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში მისი გამოსვლის ხანგრძლივობა უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით.

5.მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ საკითხის განხილვა მიმდინარეობს რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით.

6.კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს კომიტეტის ანგარიშს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 16 დეკემბრის რეგლამენტი №49-Iს - ვებგვერდი, 20.12.2021წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის რეგლამენტი №50-Iს - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1.  კომიტეტის   თავმჯდომარე საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან არაუგვიანეს 2 კვირისა უმაღლეს საბჭოს წარუდგენს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წერილობით ანგარიშს ყოველი წლის შედეგების მიხედვით. 2. ანგარიში წარედგინება უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტს, რომელიც უგზავნის ანგარიშს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს,   უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრებს, აგრეთვე ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. 3.  კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის განხილვის საკითხი უმაღლესი საბჭოს ბიუროს შესაბამისი კომიტეტის ან ფრაქციის ან უმაღლესი საბჭოს ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე შეაქვს საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. აღნიშნულის მოთხოვნის უფლება შესაბამის სუბიექტს აქვს ანგარიშის უმაღლესი საბჭოს აპარატის საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტისთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. სხვა შემთხვევაში უმაღლესი საბჭოს ბიურო ცნობად იღებს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს. 4. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში მომხსენებლის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. აუცილებლობის შემთხვევაში მისი გამოსვლის ხანგრძლივობა უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 წუთით. 5. მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ საკითხის განხილვა მიმდინარეობს რეგლამენტით კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით. 6. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს კომიტეტის ანგარიშს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 16 დეკემბრის რეგლამენტი №49-Iს - ვებგვერდი, 20.12.2021წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 11 დეკემბრის რეგლამენტი №50-Iს - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 12 დეკ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2020 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 20 დეკ. 2021

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
351162836371363519¹21462217544
მნიშვნელობით ახლოსაფხაზეთის ავტონომიური …აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…ენერგეტიკისა და წყალმო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა