ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 27. კომისიის ყოველწლიური ანგარიში

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კომისია ყოველი წლის 1 ივნისამდე ამზადებს და აქვეყნებს წინა წლის ფინანსურ ანგარიშს, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის მიერ რეგულირების საფასურიდან მიღებული თანხები, კომისიის ხარჯები, აღებული სესხები და კომისიის მიერ გამოყენებული სხვა თანხები.

2.კომისიის ფინანსური საქმიანობის კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები. კომისიაში ფინანსური საქმიანობის აუდიტი ხორციელდება ყოველწლიურად, მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. აუდიტის დასკვნა მზადდება და ქვეყნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მომზადებულ ფინანსურ ანგარიშთან ერთად. კომისიის ფინანსური საქმიანობის აუდიტმა არ უნდა გამოიწვიოს კომისიის მიმდინარე საქმიანობის შეჩერება ან შეფერხება.

3.კომისია ყოველი წლის 1 ივნისამდე შეიმუშავებს წლიურ ანგარიშს მის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და შესრულებული ვალდებულებების შესახებ, მათ შორის, ამ კანონის VII თავით განსაზღვრულ თითოეულ მიზანთან, ვალდებულებასა და მარეგულირებელ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით მიღებული ზომებისა და დამდგარი შედეგების თაობაზე. კომისიის წლიური ანგარიში ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. კომისიის ანგარიში ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე. თავი VII. კომისიის ამოცანები, ვალდებულებები და მარეგულირებელი უფლებამოსილება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. კომისია ყოველი წლის 1 ივნისამდე ამზადებს და აქვეყნებს წინა წლის ფინანსურ ანგარიშს, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის მიერ რეგულირების საფასურიდან მიღებული თანხები, კომისიის ხარჯები, აღებული სესხები და კომისიის მიერ გამოყენებული სხვა თანხები. 2. კომისიის ფინანსური საქმიანობის კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები. კომისიაში ფინანსური საქმიანობის აუდიტი ხორციელდება ყოველწლიურად, მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. აუდიტის დასკვნა მზადდება და ქვეყნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მომზადებულ ფინანსურ ანგარიშთან ერთად. კომისიის ფინანსური საქმიანობის აუდიტმა არ უნდა გამოიწვიოს კომისიის მიმდინარე საქმიანობის შეჩერება ან შეფერხება. 3. კომისია ყოველი წლის 1 ივნისამდე შეიმუშავებს წლიურ ანგარიშს მის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და შესრულებული ვალდებულებების შესახებ, მათ შორის, ამ კანონის VII თავით განსაზღვრულ თითოეულ მიზანთან, ვალდებულებასა და მარეგულირებელ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით მიღებული ზომებისა და დამდგარი შედეგების თაობაზე. კომისიის წლიური ანგარიში ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. კომისიის ანგარიში ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე. თავი VII. კომისიის ამოცანები, ვალდებულებები და მარეგულირებელი უფლებამოსილება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1713121355242611629221594627
მნიშვნელობით ახლოსელექტრონული კომუნიკაცი…ენერგეტიკისა და წყალმო…მაუწყებლობის შესახებეროვნული მარეგულირებელ…სახელმწიფო შიდა ფინანს…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა