Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს პარლამენტის რეგლამენტიმუხლი 175

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

მუხლი 175. პარლამენტისთვის წარდგენილი ანგარიშის განხილვა

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.პარლამენტი მისთვის წარდგენილ ანგარიშს განიხილავს ამ მუხლით დადგენილი წესით, თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ მუხლის მიზნებისთვის პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშად მიიჩნევა მხოლოდ არასაპარლამენტო სუბიექტის ის წერილობითი ანგარიში, რომლის პარლამენტისთვის წარდგენის მოვალეობასაც უშუალოდ ითვალისწინებს საქართველოს საკანონმდებლო აქტი.

2.ანგარიშს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე.

3.პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას ანგარიშის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე, განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს და ანგარიშის საპარლამენტო განხილვის ვადებს. ამის შემდეგ ანგარიში განსახილველად გადაეცემა წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებსა და ფრაქციებს.

4.პარლამენტის კომიტეტები და ფრაქციები პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს ანგარიშის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს.

5.წამყვანი კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში კომიტეტის სხდომაზე განიხილავს ანგარიშს, ამზადებს დასკვნას და მას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს.

6.ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას წამყვანი კომიტეტის, ფრაქციის ან პარლამენტის ბიუროს წევრის მოთხოვნის საფუძველზე მხარს დაუჭერს პარლამენტის ბიურო. წამყვან კომიტეტს უფლება აქვს, ეს მოთხოვნა ასახოს ანგარიშის შესახებ თავის დასკვნაში, ხოლო ფრაქციას, პარლამენტის ბიუროს წევრს უფლება აქვს, პარლამენტის ბიუროს აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წამყვანი კომიტეტის მიერ ანგარიშის შესახებ თავისი დასკვნის პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ ანგარიშზე, რომლის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის ვალდებულებაც ამ რეგლამენტიდან გამომდინარეობს.

7.(ამოღებულია - 10.06.2026, №1683).

8.ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იგი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით.

9.ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად გამოდის შესაბამისი თანამდებობის პირი ან შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად გამოდის საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მომხსენებლად შესაბამისი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე/მოადგილეები არ არის/არ არიან დანიშნული. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე თანამომხსენებლად გამოდის წამყვანი კომიტეტის მიერ დანიშნული წარმომადგენელი.

10.ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში მისი განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი დადგენილება.

11.პარლამენტი მისთვის წარდგენილ მოხსენებას, მიმოხილვას, ინფორმაციას განიხილავს ამ მუხლით დადგენილი წესით, თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ მუხლის მიზნებისთვის პარლამენტისთვის წარდგენილ მოხსენებად, მიმოხილვად, ინფორმაციად მიიჩნევა მხოლოდ არასაპარლამენტო სუბიექტის ის წერილობითი მოხსენება, მიმოხილვა, ინფორმაცია, რომლის პარლამენტისთვის წარდგენის მოვალეობასაც უშუალოდ ითვალისწინებს საქართველოს საკანონმდებლო აქტი. საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 17 დეკემბრის რეგლამენტი №1320 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 4 მარტის რეგლამენტი №1378 – ვებგვერდი, 05.03.2026წ. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. პარლამენტი მისთვის წარდგენილ ანგარიშს განიხილავს ამ მუხლით დადგენილი წესით, თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ მუხლის მიზნებისთვის პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშად მიიჩნევა მხოლოდ არასაპარლამენტო სუბიექტის ის წერილობითი ანგარიში, რომლის პარლამენტისთვის წარდგენის მოვალეობასაც უშუალოდ ითვალისწინებს საქართველოს საკანონმდებლო აქტი. 2. ანგარიშს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი წარუდგენს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე. 3. პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას ანგარიშის განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე, განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს და ანგარიშის საპარლამენტო განხილვის ვადებს. ამის შემდეგ ანგარიში განსახილველად გადაეცემა წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებსა და ფრაქციებს. 4. პარლამენტის კომიტეტები და ფრაქციები პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს ანგარიშის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს. 5. წამყვანი კომიტეტი პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში კომიტეტის სხდომაზე განიხილავს ანგარიშს, ამზადებს დასკვნას და  მას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. 6. ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას წამყვანი კომიტეტის, ფრაქციის ან პარლამენტის ბიუროს წევრის მოთხოვნის საფუძველზე მხარს დაუჭერს პარლამენტის ბიურო. წამყვან კომიტეტს უფლება აქვს, ეს მოთხოვნა ასახოს ანგარიშის შესახებ თავის დასკვნაში, ხოლო ფრაქციას, პარლამენტის ბიუროს წევრს უფლება აქვს, პარლამენტის ბიუროს აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წამყვანი კომიტეტის მიერ ანგარიშის შესახებ თავისი დასკვნის პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება იმ ანგარიშზე, რომლის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის ვალდებულებაც ამ რეგლამენტიდან გამომდინარეობს. 7.  (ამოღებულია - 10.06.2026, №1683). 8. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იგი განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისთვის დადგენილი წესით. 9. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად გამოდის შესაბამისი თანამდებობის პირი ან შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელი. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშის თაობაზე მომხსენებლად გამოდის საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მიერ სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მომხსენებლად შესაბამისი მინისტრი ან მინისტრის მოადგილე/მოადგილეები არ არის/არ არიან დანიშნული. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ანგარიშის თაობაზე თანამომხსენებლად გამოდის წამყვანი კომიტეტის მიერ დანიშნული წარმომადგენელი. 10. ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში მისი განხილვის დასრულების შემდეგ პარლამენტი უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი დადგენილება. 11. პარლამენტი მისთვის წარდგენილ მოხსენებას, მიმოხილვას, ინფორმაციას განიხილავს ამ მუხლით დადგენილი წესით, თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამ მუხლის მიზნებისთვის პარლამენტისთვის წარდგენილ მოხსენებად, მიმოხილვად, ინფორმაციად მიიჩნევა მხოლოდ არასაპარლამენტო სუბიექტის ის წერილობითი მოხსენება, მიმოხილვა, ინფორმაცია, რომლის პარლამენტისთვის წარდგენის მოვალეობასაც უშუალოდ ითვალისწინებს საქართველოს საკანონმდებლო აქტი. საქართველოს პარლამენტის 2025 წლის 17 დეკემბრის რეგლამენტი №1320 – ვებგვერდი, 23.12.2025წ. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 4 მარტის რეგლამენტი №1378 – ვებგვერდი, 05.03.2026წ. საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 2 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 აპრ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2026· გამოქვეყნდა 12 ივნ. 2026
  2. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 5 მარ. 2026
  3. 2 მარ. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 174შემდეგი მუხლი 176

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №9

  • 3 ცვლილება · ბოლო 12 ივნ. 2026
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 22პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში
  • 151საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში
  • 96კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 136უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ანგარიშის განხილვა
  • 44კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში
  • 135რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი

  • 116უმაღლესი საბჭოსათვის წარდგენილი ანგარიშის განხილვა
  • 104რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 39სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება

პროკურატურის შესახებ

  • 68საპარლამენტო კონტროლი

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 13კომისიის ანგარიში

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 95ინფორმაციის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13391161046813644135952215196175
მნიშვნელობით ახლოსაჭარის ავტონომიური რეს…აფხაზეთის ავტონომიური …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს საბიუჯეტო …პროკურატურის შესახებელექტრონული კომუნიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 28 ოქტ. 2026