ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

მუხლი 29. ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის ზოგადი ნორმები

რედაქცია №5კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თავდაპირველი საცხოვრებელი და მასთან დაკავშირებული სხვა უძრავი ქონება დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს მის კანო ნიერ მფლობელს, თუ ქონება: ა) სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია; ბ) არაკეთილსინდისიერი მფლობელის ხელშია.

2.თუ თავდაპირველ საცხოვრებელს ან სხვა უძრავ ქონებას ფლობს კეთილსინდისიერი მფლობელი, ეს ქონება შეიძლება დაუბრუნდეს თავდაპირველ მცხოვრებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც კეთილსინდისიერ მფლობელს გადაეცემა ადე კვატური (სანაცვლო) უძრავი ქონება ან, მისი სურვილის შემთხვევაში, ფულადი კომპენსაცია.

3.უძრავი ქონების განადგურების, დანგრევის ან რეკონსტრუქციის შემთხვევაში თავდაპირველ მცხოვრებს უნდა გადაეცეს შესაბამისი ღირებულების სხვა ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონება.

4.თავდაპირველ მცხოვრებს ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონების სახით უნდა გადაეცეს ქონების გადაცემის მომენტისათვის იმავე საბაზრო ღირებულების მქონე უძრავი ქონება იმ ადგილას, სადაც განთავსებული იყო ჩამორთმეული ან მიტაცებული უძრავი ქონება. თავდაპირველი მცხოვრების თანხმობით შესაძლებელია სხვა ტიპის უძრავი ქონების გადაცემა.

5.თუ უძრავი ქონება საჭიროებს სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, უნდა ანაზღაურდეს ასეთი სამუშაოების სავარაუდო ღირებულება.

6.კომისიის გადაწყვეტილებით ფულადი კომპენსაციის გადახდა შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია პირისათვის თავდაპირველი საცხოვრებლისა და მასთან დაკავშირებული სხვა უძრავი ქონების დაბრუნება ან ადეკვატური (სანაცვლო) უძრავი ქონების გადაცემა. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6958 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 28 ივლ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10685186197306⁵151864529
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ოკუპირებულ…საცხოვრებელი სადგომით …აუცილებელი საზოგადოებრ…ქონების ლეგალიზების შე…საქართველოს სამოქალაქო…კულტურულ ფასეულობათა ს…