ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

მუხლი 28. გადაწყვეტილების გასაჩივრება

რედაქცია №5კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.კომისიის გადაწყვეტილებები ამ კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხოლო ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით – კომისიაში. კომისიის კომიტეტის გადაწყვეტილებები არსებითად განსახილველად, ამ კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში ან ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში.

2.კომისიის კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვე. ამ ვადაში გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდება.

3.ახლად აღმოჩენილ და ახლად გამოვლენილ გარემოებებთან დაკავშირებით განცხადება გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ შეიძლება წარდგენილ იქნეს გარემოებების შეტყობიდან 90 დღის განმავლობაში.

4.ამ კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში გასაჩივრების ვადაა გადაწყვეტილების მიღების დღიდან 3 თვე.

5.გასაჩივრების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება, როგორც წესი, არ შეჩერდება, თუმცა კომისიას უფლება აქვს ერთ-ერთი მხარის შუამდგომლობით შეაჩეროს გადაწყვეტილების აღსრულება.

6.გასაჩივრებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომისია გადაწყვეტილებას იღებს საქმის განხილვისათვის დადგენილი წესით. ამ დროს კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვს კომისიის იმ კომიტეტის წევრს, რომელმაც მიიღო გასაჩივრებული გადაწყვეტილება. თავი IV. ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის გადახდის წესი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
363⁶363²⁴20736⁵41⁹156881711211098828
მნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…საქართველოს საარჩევნო …პენიტენციური კოდექსისაჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს რესპუბლიკი…საერთო სასამართლოების …