საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ

მუხლი 18. დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების შემდეგ მისი რეინტეგრაციის სახელმწიფო გარანტიები

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებული დევნილის რეინტეგრაციას.

2.თუ დევნილი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ დაბრუნდება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფენ დევნილისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას; ბ) იღებენ ზომებს, რათა დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეიქმნას მისი უსაფრთხო ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი პირობები; გ) ახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა დევნილს ან მის კანონიერ მემკვიდრეს დაუბრუნდეს პირადი საკუთრება, მათ შორის, საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი საკუთრების დაბრუნების მომენტისთვის არსებული სახით, ამასთანავე, შესაძლებლობის ფარგლებში აღადგენენ დანგრეულ შენობას და უზრუნველყოფენ პირისათვის მის დაბრუნებას; დ) კოორდინაციას უწევენ მიყენებული ზარალის კომპენსირების პროცესის განხორციელებას მისი ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შემდეგ.

3.მიყენებული ზარალის ოდენობის განსაზღვრისა და უძრავი ქონების კომპენსაციის გაცემის წესს ადგენენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოები.

4.დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების პროცესში მისი დაბრუნების, დასახლებისა და რეინტეგრაციის ღონისძიებების განხორციელებას კოორდინაციას უწევს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გარანტიების უზრუნველყოფით.

5.სახელმწიფო განსაკუთრებულ ძალისხმევას მიმართავს დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების, დასახლებისა და რეინტეგრაციის დაგეგმვისა და მართვის პროცესში მისი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. თავი VI დევნილის უფლებების განხორციელების გარანტიები

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • დაუშვებლობა (T5)

    ადმინისტრაციული გადაწყვეტილების ბათილობა და მემკვიდრისთვის საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა

    დავა შეეხებოდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უარის ბათილობასა და გარდაცვლილი დევნილის მემკვიდრისთვის საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გადაცემას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდროში შედის მამკვიდრებლის ქონებრივი უფლება იმ სახით, რა სახითაც ის გარდაცვალებისას არსებობდა, მათ შორის მაშინაც, როდესაც უფლება დადგენილი წესით აღრიცხული არ არის. სასამართლომ განასხვავა მემკვიდრის უფლება დანაშთი ქონების მიმართ დევნილის საცხოვრებლით ხელმეორედ დაკმაყოფილების საკითხისგან. სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და სააპელაციო სასამართლოს განჩინება უცვლელად დარჩა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებული დევნილის რეინტეგრაციას. 2. თუ დევნილი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ დაბრუნდება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, სამინისტრო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფენ დევნილისათვის საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას; ბ) იღებენ ზომებს, რათა დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეიქმნას მისი უსაფრთხო ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი პირობები; გ) ახორციელებენ ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა დევნილს ან მის კანონიერ მემკვიდრეს დაუბრუნდეს პირადი საკუთრება, მათ შორის, საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი საკუთრების დაბრუნების მომენტისთვის არსებული სახით, ამასთანავე, შესაძლებლობის ფარგლებში აღადგენენ დანგრეულ შენობას და უზრუნველყოფენ პირისათვის მის დაბრუნებას; დ) კოორდინაციას უწევენ მიყენებული ზარალის კომპენსირების პროცესის განხორციელებას მისი ზღვრული ოდენობის განსაზღვრის შემდეგ. 3. მიყენებული ზარალის ოდენობის განსაზღვრისა და უძრავი ქონების კომპენსაციის გაცემის წესს ადგენენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოები. 4. დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების პროცესში მისი დაბრუნების, დასახლებისა და რეინტეგრაციის ღონისძიებების განხორციელებას კოორდინაციას უწევს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გარანტიების უზრუნველყოფით. 5. სახელმწიფო განსაკუთრებულ ძალისხმევას მიმართავს დევნილის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების, დასახლებისა და რეინტეგრაციის დაგეგმვისა და მართვის პროცესში მისი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. თავი VI დევნილის უფლებების განხორციელების გარანტიები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 13 მაი. 2014 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
91817²1361715165 (და…17783618
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ოკუპირებულ…სახელმწიფო საკუთრებაში…სოციალური დახმარების შ…საერთაშორისო დაცვის შე…საგანგებო მდგომარეობის…დევნილთა საცხოვრებლით …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა