ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო

რედაქცია №5კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეს კანონი გამოიყენება: ა) იმ თავდაპირველი მცხოვრების მიმართ, რომელსაც კონფლიქტის შედეგად არ შეეძლო ან არ შეუძლია თავის თავდაპირველ საცხოვრებელში დაბრუნება უსაფრთხოების ან ადეკვატური (სანაცვლო) საცხოვრებლის არარსებობის გამო; ბ) იმ შემდგომი მცხოვრების მიმართ, რომელიც კეთილსინდისიერად ან არაკეთილსინდისიერად ფლობს თავდაპირველი მცხოვრების კუთვნილ საცხოვრებელს ან სხვა უძრავ ქონებას; გ) იმ თავდაპირველი მცხოვრების მიმართ, რომელმაც სახელმწიფო ორგანოების ანდა საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაციების მეშვეობით მიიღო სანაცვლო საცხოვრებელი ან/და ფულადი კომპენსაცია, თუ თავდაპირველი საცხოვრებლის ღირებულება აღემატება მიღებულ სანაცვლო საცხოვრებელს ან/და ფულად კომპენსაციას.

2.ამ კანონით აღიარებულია იძულებით გადაადგილებული პირის უფლება, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიაში განსახილველად წარადგინოს 1983 წლის საქართველოს სსრ საბინაო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე მიღებული ყველა გადაწყვეტილება, რომელმაც გამოიწვია ამ პირის ბინადრობის უფლების დაკარგვა საცხოვრებელზე, კონფლიქტისა და კონფლიქტის შემდგომ პერიოდში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
422141521421224
მნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ოკუპირებულ…საცხოვრებელი სადგომით …ქონების ლეგალიზების შე…სოციალური დახმარების შ…კანონთან კონფლიქტში მყ…