1.ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზება ემყარება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საფუძვლებს.
2.ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები იქმნება ეროვნული მნიშვნელობისა და დიდი გარემოსდაცვითი და ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ტერიტორიების, აგრეთვე ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ძეგლების დაცვისა და სასიცოცხლო გარემოს შენარჩუნებისათვის, რეკრეაციულ-ტურისტული საქმიანობისა და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისათვის.
3.ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები საქართველოს დაცული ტერიტორიების ნაწილია და მოიცავს დაცული ტერიტორიების შემდეგ კატეგორიებს: ა) ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი; ბ) როშკის ბუნების ძეგლი; გ) ასის აღკვეთილი; დ) ფშავ-ხევსურეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა).
4.ამ კანონით განსაზღვრული დაცული ტერიტორიების კატეგორიების ზონირება და ზონებში დაშვებული საქმიანობა, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დგინდება შესაბამისი დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით.
