Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებმუხლი 2

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

რედაქცია №3 კონსოლიდირებული · 22 დეკ. 2021

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კანონის ძირითადი მიზნებია: ა) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნა; ბ) მოაწესრიგოს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მართვის მექანიზმები.

2.კანონის ძირითადი ამოცანებია: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ხელი შეუწყოს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ბუნებრივი ეკოსისტემების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) ხელი შეუწყოს ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისა და ეკოტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნის სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბებას; დ) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიებისათვის მიკუთვნებული მიწის, წყლის, ცხოველთა სამყაროსა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და გონივრული გამოყენება; ე) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა, აღდგენა და მონიტორინგის განხორციელება; ვ) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაცვა და აღდგენა; ზ) უზრუნველყოს უნიკალური ეკოსისტემებისა და ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და დაღუპვისაგან დაცვა; თ) უზრუნველყოს უმდიდრესი ეროვნული მემკვიდრეობის – ხალხური ხუროთმოძღვრების ძეგლებისა და ისტორიულ-კულტურული ღირებულებების – შენარჩუნება; ი) უზრუნველყოს ფშავ-ხევსურეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობისა და მეურნეობის სხვა დარგების მდგრადი განვითარება; კ) უზრუნველყოს ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ძეგლების ფსიქოლოგიურ-ესთეტიკურ რესურსებზე მზარდი რეკრეაციული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა; ლ) ხელი შეუწყოს ხალხური შემოქმედების ტრადიციათა შენარჩუნებასა და განვითარებას.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 3 ივლ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 3

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 22 დეკ. 2021 · №3

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 4კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 4კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

გარემოს დაცვის შესახებ

  • 3კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4432222222222
მნიშვნელობით ახლოსარაგვის დაცული ლანდშაფ…თუშეთის, ბაწარა-ბაბანე…რაჭის დაცული ტერიტორიე…თრუსოს დაცული ლანდშაფტ…კოლხეთის დაცული ტერიტო…ერუშეთის დაცული ტერიტო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 22 დეკ. 2021 · რედაქცია №3 · ბოლოს შემოწმდა 31 ოქტ. 2026