Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკარაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებმუხლი 3

რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 3. რაჭის დაცული ტერიტორიები

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026
თემები:წყლის რესურსები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.რაჭის დაცული ტერიტორიების ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) ემყარება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საფუძვლებს. რაჭის დაცული ტერიტორიებია: ა) რაჭის ეროვნული პარკი; ბ) რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა).

2.ამ კანონით გათვალისწინებული რაჭის დაცული ტერიტორიების ზონირება და შესაბამის ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება შესაბამისი დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით. [მუხლი 3. რაჭის დაცული ტერიტორიები და მათი ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) 1. რაჭის დაცული ტერიტორიების ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) ემყარება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საფუძვლებს.

2.რაჭის დაცული ტერიტორიებია: ა) რაჭის ეროვნული პარკი; ბ) საკიშორის მღვიმის ბუნების ძეგლი; გ) შარეულის მღვიმის ბუნების ძეგლი; დ) უშოლთის მღვიმის ბუნების ძეგლი; ე) კიდობანას მღვიმის ბუნების ძეგლი; ვ) მურადის მღვიმის ბუნების ძეგლი; ზ) ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი; თ) რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონა (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია).

3.რაჭის ეროვნული პარკის შექმნის მიზნებია: ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული ბუნებრივი ეკოსისტემის, ლანდშაფტის, ცხოველთა და მცენარეთა სახეობების, განსაკუთრებით − გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა, აღდგენა და შენარჩუნება; უნიკალური და იშვიათი ორგანული და არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების დაცვა; ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა; გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიების ხელშეწყობა; ბუნებრივი განახლებადი რესურსებით მდგრადი სარგებლობა; რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონაში (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე) ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარების, აგრეთვე მდგრადი სამეურნეო საქმიანობის წახალისება.

4.საკიშორის მღვიმის ბუნების ძეგლის შექმნის მიზნებია: მღვიმეში არსებული ტროგლობიონტებისა და ღამურების ჰაბიტატების,  გეოლოგიური სტრუქტურებისა და ქიმიური ნალექების − სტალაქტიტების, სტალაგმიტების, ჰელიქტიტების, კოლონების და მღვიმის ჰიდროლოგიური სისტემის (მდინარე ღორწყოლის სათავის) დაცვა და შენარჩუნება; ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიების ხელშეწყობა.

5.შარეულის მღვიმის ბუნების ძეგლის შექმნის მიზნებია: მღვიმეში არსებული ღამურების ჰაბიტატის, გეოლოგიური სტრუქტურებისა და ქიმიური ნალექების − სტალაქტიტების და მღვიმის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და შენარჩუნება; ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და  გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიების ხელშეწყობა.

6.უშოლთის მღვიმის ბუნების ძეგლის შექმნის მიზნებია: მღვიმეში არსებული ღამურების ჰაბიტატის, გეოლოგიური სტრუქტურებისა და ქიმიური ნალექების − სტალაქტიტების, სტალაგმიტების, კალციტის სვეტების, ტრავერტინების და მღვიმის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და შენარჩუნება; ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიების ხელშეწყობა.

7.კიდობანას მღვიმის ბუნების ძეგლის შექმნის მიზნებია: მღვიმეში არსებული ღამურების ჰაბიტატის, ქიმიური ნალექების − ტრავერტინებისა და სტალაქტიტების და მღვიმის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და შენარჩუნება; ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და  გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიების ხელშეწყობა.

8.მურადის მღვიმის ბუნების ძეგლის შექმნის მიზნებია: მღვიმეში არსებული გეოლოგიური სტრუქტურებისა და ქიმიური ნალექების − სტალაქტიტების, სტალაგმიტების, სტალაგნატებისა და ნაღვენთების დაცვა და შენარჩუნება; ტურიზმის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა  და გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიების ხელშეწყობა.

9.ამბროლაურის დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზნებია: არსებული ბიოლოგიური მრავალფეროვნების (მათ შორის, აგრობიომრავალფეროვნების), ენდემური და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შენარჩუნებისა და აღდგენის ხელშეწყობით უნიკალური ბუნებრივი და ანთროპოგენური ლანდშაფტების დაცვა; უნიკალური და იშვიათი ორგანული და არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნებისა და ადგილობრივი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისა და ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.

10.„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად რაჭის ეროვნული პარკის დამხმარე ზონის (მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის) შექმნის მიზნებია: ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარებისთვის დაბალანსებული საქმიანობის ხელშეწყობისა და ადგილობრივი ფინანსური სახსრების გენერირების ღონისძიებების განხორციელება, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობა, საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლების დონის ამაღლება და გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდა, ხალხური შემოქმედების ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება.

11.ამ კანონით გათვალისწინებული რაჭის დაცული ტერიტორიების ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება) და შესაბამის ზონებში დაშვებული საქმიანობები, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, განისაზღვრება შესაბამისი დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1372 – ვებგვერდი, 06.03.2026წ.

წინა მუხლი 2შემდეგი მუხლი 4

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ჭაობების რეგულაციებისერვისის გვერდი
  • ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-04 · №1

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

დაცული ტერიტორიები… 16

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 6რაჭის ეროვნული პარკის სახელმწიფო მართვა, მისი დაცვისა და გამოყენების რეჟიმი
  • 6²რაჭის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმი
  • 2კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 3ერუშეთის დაცული ტერიტორიების კატეგორიები
  • 6ერუშეთის ეროვნული პარკის დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 3ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების კატეგორიები

ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ

  • 3ეგრისის ეროვნული პარკის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება)

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 1დაცული ტერიტორიების სისტემის მიზნები
  • 5ეროვნული პარკი
  • 20საქმიანობა დაცულ ტერიტორიებზე

ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 3ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიები და მათი ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება (ზონირება)

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 12კოლხეთის ეროვნული პარკის ზონირება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1216152033666²2333
მითითებამნიშვნელობით ახლოსდაცული ტერიტორიების სი…რაჭის დაცული ტერიტორიე…ერუშეთის დაცული ტერიტო…ფშავ-ხევსურეთის დაცული…ეგრისის ეროვნული პარკი…ცივ-გომბორის დაცული ტე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026