საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

მუხლი 29. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას. პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისას მოპასუხეა საქართველოს პრეზიდენტი. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 29-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ნატურალიზაციის ჩვეულებრივი, გამარტივებული, აღდგენის ან სპეციალური წესით მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება №3/3/1601 – ვებგვერდი, 11.03.2025წ.

2.საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე სააგენტოს მიერ მიღებული დასკვნა/გადაწყვეტილება, რომელიც დამოუკიდებლად წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. [ 3. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრება არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3260 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება №3/3/1601 – ვებგვერდი, 11.03.2025წ. საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის ორგანული კანონი №1820 – ვებგვერდი, 29.06.2026წ. თავი V გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

2

საკონსტიტუციო სასამართლომ ამ მუხლის ნორმა ან ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურად ცნო

  • №3/3/160107.03.2025გადაწყვეტილება(1)
    ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურია

    საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

    არაკონსტიტუციურია პირველი წინადადების ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს ჩვეულებრივი, გამარტივებული, აღდგენის ან სპეციალური წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე პრეზიდენტის უარყოფითი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას.

    ძალის დაკარგვის თარიღი: 07.03.2025§96§100§101
  • №3/10/160104.11.2022საოქმო ჩანაწერი(1)
    პროცესუალური / დასაშვებობა

    საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №12 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 აპრ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
  2. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავდა პრეზიდენტის უარყოფითი გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას ნატურალიზაციის ჩვეულებრივი, გამარტივებული, აღდგენის ან სპეციალური წესით მოქალაქეობის მინიჭებისას, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი; ტექსტში ამის შესახებ აღნიშვნა გაჩნდა.

  3. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო ფრაზა „აქტია. იგი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ შეიცვალა „აქტი.“-ით, რის გამო პუნქტის ტექსტიდან ამოვიდა გასაჩივრების შესახებ წინადადება.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
910323320⁶21²56272520265529
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეობ…საქართველოს კონსტიტუცი…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეთა…საერთაშორისო დაცვის შე…ყოფილი სსრკ-ის მიერ XX…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №12 · ბოლოს შემოწმდა