Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებმუხლი 56

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 56. უცხოელის საქართველოდან გაძევების, საქართველოდან მის გაძევებაზე უარის თქმის ან მისი საქართველოდან გაძევების გადავადების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:დროებითი ვიზებისამუშაო ნებართვებიდოკუმენტების შესაბამისობავიზაზე უარიბინადრობის ნებართვებიდეპორტაციისგან დაცვა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 54-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ამ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ამავე კანონის 56 1 მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით სარგებლობა უცხოელისთვის არ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან ამავე კანონით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველს.

3.უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან, უცხოელისთვის საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირებასთან ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ან სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში უცხოელის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობა, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების გასაჩივრება ან/და სასამართლოსთვის სარჩელით ხელახლა მიმართვა არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. [მუხლი 56. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის IX ან X თავის ან 64 3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება უცხოელისთვის მისი ამავე კანონის 56 1 მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

2.უცხოელის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით სარგებლობა არ არის ამ კანონით განსაზღვრული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან ამავე კანონით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველი.

3.უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან, უცხოელისთვის საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირებასთან ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ან სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში უცხოელის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობა ან სარჩელზე უარის თქმა, აგრეთვე სარჩელის განუხილველად დატოვება, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება ან/და სასამართლოსთვის სარჩელით ხელახლა მიმართვა არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას ან/და ამ მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 54-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ამ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ამავე კანონის 56 1 მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით სარგებლობა უცხოელისთვის არ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან ამავე კანონით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველს. 3. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან, უცხოელისთვის საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირებასთან ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ან სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში უცხოელის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობა, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების გასაჩივრება ან/და სასამართლოსთვის სარჩელით ხელახლა მიმართვა არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი  №865 - ვებგვერდი, 07.07.2025წ. [მუხლი 56. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ ამ კანონის IX ან X თავის ან 64 3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება უცხოელისთვის მისი ამავე კანონის 56 1 მუხლით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. 2. უცხოელის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით სარგებლობა არ არის ამ კანონით განსაზღვრული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ან ამავე კანონით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების საფუძველი. 3. უცხოელის საქართველოდან გაძევებასთან, უცხოელისთვის საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების ვადის შემცირებასთან ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების ან სასამართლოს მიერ გამოცემული ბრძანების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებასთან, უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენებასთან დაკავშირებული სასამართლო დავის ფარგლებში უცხოელის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობა ან სარჩელზე უარის თქმა, აგრეთვე სარჩელის განუხილველად დატოვება, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრება ან/და სასამართლოსთვის სარჩელით ხელახლა მიმართვა არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას ან/და ამ მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 2025 – 1 ოქტ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 29 ივნ. 2026
  2. 1 ოქტ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 55შემდეგი მუხლი 56¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ბინადრობის მოწმობის განახლება/გაგრძელება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მოკლევადიანი ვიზის გაგრძელება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • სავიზო ვადის გადაცილება და რეგულირება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შრომითი ბინადრობის ვადის გაგრძელება4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №23

  • 2 ცვლილება · ბოლო 29 ივნ. 2026
  • 8 რედაქცია
  • 4 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 53მუხლი 54მუხლი 56¹მუხლი 64³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 53უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილების მიღების წესი
  • 55უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადება
  • 63²უცხოელისთვის სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინებისა და ბრძანების ჩაბარების წესი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹²⁴უცხოელის საქართველოდან გაძევების გადავადების წესი
  • 21¹²²უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის გადაწყვეტის წესი
  • 21¹²⁵მოსამართლის ბრძანება საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ

საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ

  • 17 (დანართი 1)სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 55სამინისტროს გადაწყვეტილების გასაჩივრება

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 47გადაწყვეტილების გასაჩივრება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 31¹უცხოელის საქართველოდან გაძევება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 47²უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა
  • 380¹უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47²380¹21¹²⁴21¹²²21¹²⁵31¹535456¹64³5563²17 (დ…475556
მითითებამნიშვნელობით ახლოსუცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოში ბინადრობი…საერთაშორისო დაცვის შე…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026