უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

მუხლი 21². ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების, აგრეთვე სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტოს მიერ ამ კანონის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) და საჩივრდება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

2.ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმასთან (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს ვიზის გაცემაზე უარი არ საჩივრდება) ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება – სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.უცხოელის მიერ სარჩელის/სააპელაციო საჩივრის გამოხმობა ან სარჩელზე უარის თქმა, აგრეთვე სარჩელის განუხილველად დატოვება, აღნიშნულ საკითხზე სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების გასაჩივრება ან/და სასამართლოსთვის სარჩელით ხელახლა მიმართვა არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვას ან/და უცხოელის საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებას. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1803 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მარ. 2026 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 8 ივლ. 2025 – 1 მარ. 2026 ტექსტი უცნობია

  3. 17 მარ. 2014 – 8 ივლ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21¹³⁶21¹³⁵21¹²⁷267156112917 (დ…35215521²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოში ბინადრობი…მომხმარებლის უფლებების…საქართველოს მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა