დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

მუხლი 9. ბეჭდური დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის გადაცემა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 6 თებ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დოკუმენტის მწარმოებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას (შემდგომ − ეროვნული ბიბლიოთეკა) გადასცემს ყველა სახეობის ბეჭდური დოკუმენტის 2 ეგზემპლარს ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში, აგრეთვე მისი ელექტრონული ვერსიის 1 ეგზემპლარს.

2.დოკუმენტის მწარმოებელი პოლიგრაფიული საწარმოს საშუალებით გადასცემს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ცენტრალურ ბიბლიოთეკებს ყველა სახეობის ბეჭდური დოკუმენტის 1 ეგზემპლარს ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში, აგრეთვე მისი ელექტრონული ვერსიის 1 ეგზემპლარს.

3.დოკუმენტის მწარმოებელი პოლიგრაფიული საწარმოს საშუალებით გადასცემს შესაბამის დოკუმენტის ადგილობრივ მიმღებს ყველა სახეობის ბეჭდური დოკუმენტის 1 ეგზემპლარს ტირაჟის პირველი პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში, აგრეთვე მისი ელექტრონული ვერსიის 1 ეგზემპლარს ამ კანონის მე-18 მუხლში ჩამოთვლილ სავალდებულო ეგზემპლარების მიმღებთა მიხედვით. საქართველოს 2025 წლის 6 თებერვლის კანონი №264 – ვებგვერდი, 06.02.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 10 მარ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 10 მაი. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 6 თებ. 2025

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4023381322331601815101259
მითითებამნიშვნელობით ახლოსდოკუმენტის სავალდებულო…საქართველოს პარლამენტი…საბიბლიოთეკო საქმის შე…ეროვნული საარქივო ფონდ…სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს ზოგადი ადმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა