Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაენერგოეტიკეტირების შესახებმუხლი 5

ენერგოეტიკეტირების შესახებ

მუხლი 5. მიმწოდებლის ვალდებულებები

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:სტარტაპის იურიდიული მომსახურება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213141516

1.მიმწოდებელი, რომელიც პროდუქტს ბაზარზე განათავსებს ან ექსპლუატაციაში გაუშვებს, ვალდებულია უზრუნველყოს ამ პროდუქტთან ერთად დაბეჭდილი ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის უფასოდ მიწოდება, რომელთა ფორმა და შინაარსი დამტკიცებულია სათანადო ტექნიკური რეგლამენტით. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით შეიძლება განისაზღვროს ეტიკეტის პროდუქტის შეფუთვაზე დაბეჭდვა.

2.(ამოღებულია - 28.06.2023, №3301).

3.მიმწოდებელი ვალდებულია ზედამხედველობის მიზნებისთვის უზრუნველყოს ტექნიკური დოკუმენტაციის შენახვა პროდუქტის მოდელის საბოლოო ერთეულის ბაზარზე განთავსების დღიდან 15 წლის განმავლობაში. პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ცალკეულ შემთხვევებში სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვროს ამ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის შენახვის უფრო მცირე ვადა. მიმწოდებელი უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიის მიწოდებას უფლებამოსილი პირის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

4.მიმწოდებელი ვალდებულია დილერს უფასოდ მიაწოდოს პროდუქტთან დაკავშირებული, ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული დაბეჭდილი ეტიკეტები, მათ შორის, სკალაშეცვლილი ეტიკეტი, და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი. მიმწოდებელმა დილერს ეტიკეტები უნდა მიაწოდოს მოთხოვნისთანავე ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მიმწოდებელი თავად განსაზღვრავს მიწოდების საშუალებას.

5.(ამოღებულია - 28.06.2023, №3301).

6.მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პროდუქტის შესახებ ყველა ბროშურა შეიცავდეს აგრეთვე პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილს/ფირფიტას. აღნიშნული ბროშურის არარსებობის შემთხვევაში მიმწოდებელი უზრუნველყოფს პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის პროდუქტთან დაკავშირებულ სხვა მასალაში ასახვას.

7.მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ მიწოდებული ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის სიზუსტე და ტექნიკური დოკუმენტაციის ისე შედგენა, რომ შესაძლებელი იყოს მათი სიზუსტის შეფასება.

8.(ამოღებულია - 28.06.2023, №3301).

9.პროდუქტის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მიმწოდებელი უფლებამოსილია მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით განახორციელოს ისეთი განახლება, რომელმაც შეიძლება გააუარესოს ამ პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული ენერგოეფექტურობის კლასი. მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული განახლების მიზნისა და შესაბამისი პარამეტრების (მათ შორის, ენერგოეფექტურობის კლასის) ნებისმიერი ცვლილების შესახებ. მომხმარებელი უფლებამოსილია პროდუქტის საშუალო სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში უარი განაცხადოს მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ განახლებაზე, თუ აღნიშნული ცვლილება არ აუარესებს პროდუქტის ფუნქციონირებას.

10.მიმწოდებელი ვალდებულია ბაზარზე არ განათავსოს ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია ისე, რომ ტესტირების რეჟიმში მუშაობისას ავტომატურად ცვლის პროდუქტის ფუნქციონირების პარამეტრებს სათანადო ტექნიკურ რეგლამენტში ან პროდუქტის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებულზე უფრო მაღალი ენერგოეფექტურობის კლასის/ხელსაყრელი დონის ჩვენების მიზნით.

11.მიმწოდებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროდუქტის ბაზარზე განთავსებისთვის აუცილებელი, ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები.

12.მიმწოდებელი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში უფლებამოსილ პირთან ითანამშრომლოს.

13.მიმწოდებელი ვალდებულია პროდუქტის სპეციფიკური მოდელის ვიზუალურ რეკლამაში ან ტექნიკურ სარეკლამო მასალაში მიუთითოს ამ პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი და ეტიკეტზე აღნიშნული ენერგოეფექტურობის სხვადასხვა კლასი სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით.

14.მიმწოდებელი ვალდებულია უფლებამოსილ პირთან ითანამშრომლოს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საკუთარი ინიციატივით ან უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე ნებისმიერი შეუსაბამობის აღმოფხვრისა და ამ კანონსა და სათანადო ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

15.მიმწოდებელი ვალდებულია სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისადმი დაქვემდებარებულ პროდუქტზე არ გამოიყენოს ან არ დაიტანოს ისეთი ეტიკეტი, ნიშანი, სიმბოლო ან წარწერა, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, თუ ეს ქმედება აღნიშნული პროდუქტით სარგებლობის დროს მომხმარებელს ენერგიის ან სხვა რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით მცდარ წარმოდგენას უქმნის.

16.მიმწოდებელი ვალდებულია არაენერგომომხმარებელ პროდუქტზე  არ გამოიყენოს და არ დაიტანოს ისეთი ეტიკეტი, რომელიც ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ეტიკეტის მსგავსია. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.

რედაქციების შედარება

1. მიმწოდებელი, რომელიც ბაზარზე განათავსებს ან ექსპლუატაციაში გაუშვებს პროდუქტს, ვალდებულია უზრუნველყოს პროდუქტთან ერთად დაბეჭდილი ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის მიწოდება, რომელთა ფორმა და შინაარსი დამტკიცებულია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით. ტექნიკური რეგლამენტით შესაძლებელია განისაზღვროს ეტიკეტის პროდუქტის შეფუთვაზე დაბეჭდვა. [ 1. მიმწოდებელი, რომელიც პროდუქტს ბაზარზე განათავსებს ან ექსპლუატაციაში გაუშვებს, ვალდებულია უზრუნველყოს ამ პროდუქტთან ერთად დაბეჭდილი ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის უფასოდ მიწოდება, რომელთა ფორმა და შინაარსი დამტკიცებულია სათანადო ტექნიკური რეგლამენტით. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტით შეიძლება განისაზღვროს ეტიკეტის პროდუქტის შეფუთვაზე დაბეჭდვა. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 2. მიმწოდებელი ვალდებულია აწარმოოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც საკმარისია პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში/ფირფიტაზე და ეტიკეტზე ასახული ინფორმაციის სიზუსტის შესაფასებლად. ტექნიკური დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: ა) პროდუქტის ზოგად აღწერილობას; ბ) შესაბამის შემთხვევაში პროდუქტის დაპროექტებისას განხორციელებული გაანგარიშებების შედეგებს; გ) ტესტირების ანგარიშებს, მათ შორის, როდესაც შესაძლებელია, − შესაბამისი აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ანგარიშებს; დ) როდესაც პროდუქტის მახასიათებლები მსგავსი მოდელისთვისაა გამოყენებული, − შესაბამის მითითებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ამ მოდელის იდენტიფიცირებას. [ 2. (ამოღებულია - 28.06.2023, №3301); (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 3. მიმწოდებელი ვალდებულია ზედამხედველობის მიზნებისთვის უზრუნველყოს ტექნიკური დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა პროდუქტის ბაზარზე განთავსების დღიდან 15 წლის განმავლობაში. პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ცალკეულ შემთხვევებში შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვროს პროდუქტის შესახებ ინფორმაციის შენახვის უფრო მცირე ვადა. მიმწოდებელი უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიის მიწოდებას უფლებამოსილი პირის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. [ 3. მიმწოდებელი ვალდებულია ზედამხედველობის მიზნებისთვის უზრუნველყოს ტექნიკური დოკუმენტაციის შენახვა პროდუქტის მოდელის საბოლოო ერთეულის ბაზარზე განთავსების დღიდან 15 წლის განმავლობაში. პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, შესაძლებელია ცალკეულ შემთხვევებში სათანადო ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვროს ამ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის შენახვის უფრო მცირე ვადა. მიმწოდებელი უზრუნველყოფს უფლებამოსილი პირისთვის ტექნიკური დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიის მიწოდებას უფლებამოსილი პირის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 4. მიმწოდებელი ვალდებულია დილერს უფასოდ მიაწოდოს პროდუქტთან დაკავშირებული, ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული დაბეჭდილი ეტიკეტები, მათ შორის, სკალაშეცვლილი ეტიკეტი, და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილი. მიმწოდებელმა დილერს ეტიკეტები უნდა მიაწოდოს მოთხოვნისთანავე ან მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. მიმწოდებელი თავად განსაზღვრავს მიწოდების საშუალებას. 5. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს დილერისთვის ეტიკეტებთან ერთად პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის მიწოდება. [ 5. (ამოღებულია - 28.06.2023, №3301). (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 6. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ პროდუქტის შესახებ ყველა ბროშურა შეიცავდეს აგრეთვე პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილს/ფირფიტას. აღნიშნული ბროშურის არარსებობის შემთხვევაში მიმწოდებელი უზრუნველყოფს პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის პროდუქტთან დაკავშირებულ სხვა მასალაში ასახვას. 7. მიმწოდებელი პასუხისმგებელია მის მიერ მიწოდებული, პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში/ფირფიტაზე და ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის სიზუსტისთვის. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, საინფორმაციო ცხრილში/ფირფიტაზე და ეტიკეტზე დატანილი ინფორმაცია ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული  მოთხოვნების შესაბამისად მიიჩნევა, თუ საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. [ 7. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ მიწოდებული ეტიკეტისა და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილის/ფირფიტის სიზუსტე და ტექნიკური დოკუმენტაციის ისე შედგენა, რომ შესაძლებელი იყოს მათი სიზუსტის შეფასება. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 8. პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში/ფირფიტაზე ან ეტიკეტზე დატანილი ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად მიმწოდებლის თანხმობა საჭირო არ არის. [ 8. (ამოღებულია - 28.06.2023, №3301); (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 9. პროდუქტის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მიმწოდებელი იტოვებს უფლებას, მომხმარებლის თანხმობით განახორციელოს იმგვარი განახლება, რომელმაც შეიძლება გააუარესოს პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი. მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული განახლების, პარამეტრებისა და ენერგოეფექტურობის კლასის სავარაუდო ცვლილების შესახებ. მომხმარებელი  იტოვებს უფლებას, პროდუქტის საშუალო სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში უარი განაცხადოს მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ განახლებაზე, თუ აღნიშნული ცვლილება არ აუარესებს პროდუქტის ფუნქციონირებას. 10. მიმწოდებელი ვალდებულია ბაზარზე არ განათავსოს ისეთი პროდუქტი, რომელიც ტესტირების რეჟიმში მუშაობისას ავტომატურად აჩვენებს პროდუქტის ფუნქციონირების იმგვარ პარამეტრებს, რომლებიც შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტში ან პროდუქტის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებულ პარამეტრებზე მაღალია. [ 9. პროდუქტის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მიმწოდებელი უფლებამოსილია მხოლოდ მომხმარებლის თანხმობით განახორციელოს ისეთი განახლება, რომელმაც შეიძლება გააუარესოს ამ პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული ენერგოეფექტურობის კლასი. მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია აღნიშნული განახლების მიზნისა და შესაბამისი პარამეტრების (მათ შორის, ენერგოეფექტურობის კლასის) ნებისმიერი ცვლილების შესახებ. მომხმარებელი უფლებამოსილია პროდუქტის საშუალო სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში უარი განაცხადოს მიმწოდებლის მიერ შეთავაზებულ განახლებაზე, თუ აღნიშნული ცვლილება არ აუარესებს პროდუქტის ფუნქციონირებას. 10. მიმწოდებელი ვალდებულია ბაზარზე არ განათავსოს ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნილია ისე, რომ ტესტირების რეჟიმში მუშაობისას ავტომატურად ცვლის პროდუქტის ფუნქციონირების პარამეტრებს სათანადო ტექნიკურ რეგლამენტში ან პროდუქტის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებულზე უფრო მაღალი ენერგოეფექტურობის კლასის/ხელსაყრელი დონის ჩვენების მიზნით. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] 11. მიმწოდებელი ვალდებულია დააკმაყოფილოს პროდუქტის ბაზარზე განთავსებისთვის აუცილებელი, ამ კანონითა და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნები. 12. მიმწოდებელი ვალდებულია ითანამშრომლოს შემოსავლების სამსახურთან და უფლებამოსილ პირთან ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში. [ 12. მიმწოდებელი ვალდებულია ბაზარზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში უფლებამოსილ პირთან ითანამშრომლოს. 13. მიმწოდებელი ვალდებულია პროდუქტის სპეციფიკური მოდელის ვიზუალურ რეკლამაში ან ტექნიკურ სარეკლამო მასალაში მიუთითოს ამ პროდუქტის ენერგოეფექტურობის კლასი და ეტიკეტზე აღნიშნული ენერგოეფექტურობის სხვადასხვა კლასი სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით. 14. მიმწოდებელი ვალდებულია უფლებამოსილ პირთან ითანამშრომლოს და დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები საკუთარი ინიციატივით ან უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე ნებისმიერი შეუსაბამობის აღმოფხვრისა და ამ კანონსა და სათანადო ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 15. მიმწოდებელი ვალდებულია სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისადმი დაქვემდებარებულ პროდუქტზე არ გამოიყენოს ან არ დაიტანოს ისეთი ეტიკეტი, ნიშანი, სიმბოლო ან წარწერა, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონისა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, თუ ეს ქმედება აღნიშნული პროდუქტით სარგებლობის დროს მომხმარებელს ენერგიის ან სხვა რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით მცდარ წარმოდგენას უქმნის. 16. მიმწოდებელი ვალდებულია არაენერგომომხმარებელ პროდუქტზე  არ გამოიყენოს და არ დაიტანოს ისეთი ეტიკეტი, რომელიც ამ კანონითა და სათანადო ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ეტიკეტის მსგავსია. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 17 ივლ. 2023
წინა მუხლი 4შემდეგი მუხლი 6

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მომწოდებლის ხელშეკრულების შედგენა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-10 · №5

3
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2023-07-17
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 6მუხლი 7მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

ენერგოეტიკეტირების შესახებ

  • 6დილერის ვალდებულებები
  • 7სკალაშეცვლილი ეტიკეტი
  • 4მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 4ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
  • 8ელექტრონული ხელშეკრულების დადებისთვის საჭირო ინფორმაცია
  • 9შეკვეთა

დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ

  • 16დოკუმენტის მწარმოებლის უფლებები
  • 7სავალდებულო ეგზემპლარის მომზადების, პუბლიკაციისა (გამოშვებისა) და დანაწილების (გადაცემის, მიწოდების) ხარჯები

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 105მიმწოდებლის ვალდებულებები
  • 103მიწოდების წესები
  • 107მიმწოდებლის მიერ ინფორმაციის შენახვა

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 7შემოწმების ჩატარება და ინფორმაციის მიღების უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
167767841051031074895
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგოეტიკეტირების შეს…ელექტრონული კომერციის …დოკუმენტის სავალდებულო…ენერგეტიკისა და წყალმო…ინტელექტუალურ საკუთრებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026