ლექსიკონი

დოკუმენტის მწარმოებელი

1 საკანონმდებლო განმარტება

ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის მომზადებასა და პუბლიკაციას (გამოშვებას). დოკუმენტების მწარმოებლები არიან გამომცემლები, საგამომცემლო-პოლიგრაფიული და პოლიგრაფიული საწარმოები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა რედაქციები, მუსიკალურ გამოცემათა მწარმოებელი ორგანიზაციები, ტელე- და რადიოკომიტეტები, კინოსტუდიები, ვიდეო- და კინემატოგრაფიული საწარმოები, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, სახელმწიფო სტრუქტურები, უმაღლესი სასწავლებლები, საპროექტო, საკონსტრუქტორო და სხვა დაწესებულებები და ორგანიზაციები, აგრეთვე კერძო პირები, რომლებიც ამზადებენ და გამოსცემენ სხვადასხვა სახეობის დოკუმენტებს

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ ტერმინთან დაკავშირებით

იურიდიული სერვისები, რომლებიც ამ ნორმებს ეხება

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე