Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებმუხლი 22

ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

მუხლი 22

რედაქცია №27 კონსოლიდირებული · 26 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაშვება თავისუფალია, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტითა და ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაინტერესებულ პირს შეუძლია საინფორმაციო-საძიებო სისტემის მეშვეობით მოძებნოს და გაეცნოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს ან მის პირს, გააკეთოს დოკუმენტიდან ამონაწერი და ისარგებლოს ეროვნული არქივის საინფორმაციო მომსახურებით. სახელმწიფო საკუთრების დოკუმენტთან დაშვების წესს შეიმუშავებს ეროვნული არქივი და ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი, ხოლო ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილ დოკუმენტთან დაშვების წესს – შესაბამისი პირი. დოკუმენტთან დაშვებულ დაინტერესებულ პირს უნდა მიეცეს დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობა.

2.ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები, მომსახურების სახეობები და ვადები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

3.დასაშვებია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირით დროებით სარგებლობა საგამოფენო ან სხვა მიზნებით. დოკუმენტის დედანი საგამოფენო მიზნით გამოიყენება მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით.

4.შეზღუდულია ეროვნული საარქივო ფონდის შემდეგ დოკუმენტებთან დაშვება: ა) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან – „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით; ბ) მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების შემცველ დოკუმენტებთან, გარდა მოქალაქეთა საკუთრების უფლების შემცველი დოკუმენტებისა, აგრეთვე სხვა პირთა დაშვება სისხლის სამართლის პროცესის მასალებთან – მათი შექმნიდან 75 წლის განმავლობაში, თუ ეროვნულ არქივსა და იმ პირებს შორის შეთანხმებით, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს მასალები, უფრო მცირე ვადა არ არის დადგენილი.

5.პირის პერსონალური მონაცემები გაიცემა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1921 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.231 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011 წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5600 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაშვება თავისუფალია, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტითა და ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. დაინტერესებულ პირს შეუძლია საინფორმაციო-საძიებო სისტემის მეშვეობით მოძებნოს და გაეცნოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტს ან მის პირს, გააკეთოს დოკუმენტიდან ამონაწერი და ისარგებლოს ეროვნული არქივის საინფორმაციო მომსახურებით. სახელმწიფო საკუთრების დოკუმენტთან დაშვების წესს შეიმუშავებს ეროვნული არქივი და ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი, ხოლო ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილ დოკუმენტთან დაშვების წესს – შესაბამისი პირი. დოკუმენტთან დაშვებულ დაინტერესებულ პირს უნდა მიეცეს დოკუმენტის გაცნობის შესაძლებლობა. 2. ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები, მომსახურების სახეობები და ვადები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. დასაშვებია ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირით დროებით სარგებლობა საგამოფენო ან სხვა მიზნებით. დოკუმენტის დედანი საგამოფენო მიზნით გამოიყენება მინისტრის მიერ განსაზღვრული წესით. 4. შეზღუდულია ეროვნული საარქივო ფონდის შემდეგ დოკუმენტებთან დაშვება: ა) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ დოკუმენტებთან – „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვადით; ბ) მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების შემცველ დოკუმენტებთან, გარდა მოქალაქეთა საკუთრების უფლების შემცველი დოკუმენტებისა, აგრეთვე სხვა პირთა დაშვება სისხლის სამართლის პროცესის მასალებთან – მათი შექმნიდან 75 წლის განმავლობაში, თუ ეროვნულ არქივსა და იმ პირებს შორის შეთანხმებით, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს მასალები, უფრო მცირე ვადა არ არის დადგენილი. 5. პირის პერსონალური მონაცემები გაიცემა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1458 - სსმ I, №20, 28.07.2008 წ., მუხ.103 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1921 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.231 საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5571- ვებგვერდი, 28.12.2011 წ. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5600 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №16 · ძალაშია 13 ივლ. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ნოე. 2009 – 1 იან. 2010 ტექსტი უცნობია

  2. … – 1 აგვ. 2008 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 13 ივლ. 2016
  2. 1 იან. 2012· გამოქვეყნდა 28 დეკ. 2011

    22-ე მუხლის მე-2 პუნქტში კანონის დანართის ნაცვლად მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს საფასურის ოდენობას, გადახდის წესსა და პირობებს, მომსახურების სახეობებსა და ვადებს.

  3. 1 იან. 2010· გამოქვეყნდა 28 ივლ. 2009

    მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატა გამონაკლისი საკუთრების უფლების შემცველი დოკუმენტებისთვის, ხოლო ახალი მე-5 პუნქტი პერსონალური მონაცემების გაცემას აწესრიგებს.

  4. 19 ნოე. 2009

    22-ე მუხლში დოკუმენტის დედნის საგამოფენო მიზნით გამოყენების წესის განმსაზღვრელი ორგანო გახდა მინისტრი მთავრობის დადგენილების ნაცვლად.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 21შემდეგი მუხლი 23

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 26 ნოე. 2025 · №27

  • 4 ცვლილება · ბოლო 13 ივლ. 2016
  • 6 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 23

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

  • 23
  • 15
  • 36

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

  • 20სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება
  • 19სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება
  • 21სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გაუცემლობა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 14მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 6ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 20პროფესიული საიდუმლოება და ინტერესთა შეუთავსებლობა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ

  • 7ეროვნული ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება

პროკურატურის შესახებ

  • 67სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 32ანგარიშები, ანგარიშგება და მათი შემოწმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
326231536720201921671422
მითითებამნიშვნელობით ახლოსეროვნული საარქივო ფონდ…სახელმწიფო საიდუმლოები…პერსონალურ მონაცემთა დ…საჯარო რეესტრის შესახე…საქართველოს ეროვნული ბ…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 26 ნოე. 2025 · რედაქცია №27 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026