საქართველოს საბაჟო კოდექსი

მუხლი 132. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლის ან/და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავება

რედაქცია №15კონსოლიდირებული · 7 დეკ. 2010

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას ამ რეჟიმში მოქცეული საქონელი ან/და მისი მაკომპლექტებელი ნაწილები საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და ამ კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნების პირობით გადამუშავებისათვის შეიძლება დროებით გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ.

2.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებით გატანილი საქონელი, რომელიც საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული იყო იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრული გათავისუფლებით, ამ კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნდა გადამუშავების პროდუქტის სახით და მოექცა იმავე საბაჟო რეჟიმში, მაშინ მის მიმართ საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა.

3.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებით გატანილი საქონელი, რომელიც საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული იყო იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივი გათავისუფლებით, ამ კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნდა გადამუშავების პროდუქტის სახით და მოექცა იმავე საბაჟო რეჟიმში, მაშინ დეკლარანტმა უნდა უზრუნველყოს წარდგენილი გარანტიის გაზრდა ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გაანგარიშებული საბაჟო ღირებულების საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით და ასეთ საბაჟო ღირებულებაზე ამ კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელების თანხის გადახდა.

4.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებით (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წარმოიშობა საბაჟო ვალდებულება ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და შესაბამისად გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით. თავი XX საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავება

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას ამ რეჟიმში მოქცეული საქონელი ან/და მისი მაკომპლექტებელი ნაწილები საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებით და ამ კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნების პირობით გადამუშავებისათვის შეიძლება დროებით გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ. 2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებით გატანილი საქონელი, რომელიც საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული იყო იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრული გათავისუფლებით, ამ კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნდა გადამუშავების პროდუქტის სახით და მოექცა იმავე საბაჟო რეჟიმში, მაშინ მის მიმართ საბაჟო ვალდებულება არ წარმოიშობა. 3. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დროებით გატანილი საქონელი, რომელიც საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული იყო იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივი გათავისუფლებით, ამ კოდექსის 127-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე დაბრუნდა გადამუშავების პროდუქტის სახით და მოექცა იმავე საბაჟო რეჟიმში, მაშინ დეკლარანტმა უნდა უზრუნველყოს წარდგენილი გარანტიის გაზრდა ამ კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით გაანგარიშებული საბაჟო ღირებულების საქონელზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით და ასეთ საბაჟო ღირებულებაზე ამ კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელების თანხის გადახდა. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებით (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წარმოიშობა საბაჟო ვალდებულება ამ კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და შესაბამისად გაანგარიშებული იმპორტის გადასახდელების თანხის ოდენობით. თავი XX საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავება

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 9 აგვ. 2006-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
10127130131435147137148132
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საბაჟო კოდ…საქართველოს საბაჟო კოდ…თავისუფალი ინდუსტრიული…ინტელექტუალურ საკუთრებ…